სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საკრებულოს თავმჯდომარე: ‘ტელეფონის არასწორად გამოყენების გამო, ვრეჟი ვარსკვლავი გახდა’

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 31 აგვისტო 2019
„მინდა განცხადება გავარცელო ჩემი მეგობრისა და კოლეგის მხარდასაჭერად, რომელიც დიდი ხანია რაც მასწავლებლად მუშაობს. ორი დღის წინ, სოციალურ ქსელში, ვრეჟი, შეიძლება ითქვას, ვარსკვლავი გახდა. დეპუტატს, ფეისბუქის პირდაპირი ტრანსლაციის საშუალებით უნდოდა მოსახლეობისთვის მიეწოდებინა სასიხარულო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სოფელ პატარა გონდურის გზაზე სარემონტო სამუშაოები დაიწყო. აღმოჩნდა, რომ ტელეფონის არასწორად გამოყენების გამო, არასწორ პროგრამაზე დაეჭირა, რამაც გამოიწვია ასეთი ვითარება.ბევრი იყო ისეთიც ვინც დადებით კომენტარს წერდა, თუმცა იყო დამცინავი პოსტებიც. ნებისმიერი ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს მსგავს შემთხვევაში“, - განაცხადა კიურეღიანმა.აღნიშნულ ინფრომაციას nor.ge ავრცელებს.ნინოწმინდის საკრებულოს დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“, ვრეჟ მურადიანმა, 26 აგვისტოს ფეისბუქ-ლაივი ჩართო, რომელშიც აჩვენა, როგორ მიმდინარეობს გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. თუმცა, ვიდეოს თანმდევი ეფექტების ფონზე, ყურადღებას სამუშაოებზე მეტად, თავად დეპუტატმა მიიქცია.კადრებში გზის მშენებლობა ჩანს, რომელმაც ნინოწმინდა სოფელ პატარა გონდურასთან უნდა დააკავშიროს. სამუშაოებს ახორციელებს კომპანია “ჯავახ ავტოგზა”, რომელიც წლებია, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მნიშვნელოვანი კონკურენციის გარეშე იმარჯვებს.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია