შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე–ჯავახეთში

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 02 სექტემბერი 2019
ორ სექტემბერს აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს მუნიციპალიტეტებში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, ზოგან კი ძლიერი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ სიჩქარით, ჰაერის ტემპერატური კი +16 გრადუსიდან +26–მდე გათბება.ახალციხეში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი, ჰაერის ტემპერატურა კი +23 გრადუსამდე გათბება.ბორჯომის მუნიციპალიტეტში ჰაერის ტემპერატურა +24 გრადუსამდე გათბება, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.სამშაბათს, სამ სექტემბერს ახალციხეში ასევე ხანმოკლე წვიმაა ნავარაუდევი, ჰაერის ტემპერატურა კი ღამით +11, დღის განმავლობაში კი +25 გრადუსამდე გათბება. ხუთ სექტემბერს ღამით +14, დღის განმავლობაში კი +25 გრადუსი დაფიქსირდება.ბორჯომში კი ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება, დღის მონაკვეთში კი ჰაერის ტემპერატურა +27 გრადუსს მიაღწევს. ოთხ სექტემბერს ღამით +12, დღე კი +24 გრადუსი დაფიქსირდება, იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი.ხუთშაბათს, ხუთ სექტემბერს ღამის განმავლობაში +13 გრადუსამდე გათბება ჰაერი, მოსალოდნელია წვიმა. დღის განმავლობაში კი ტემპერატურა +24 გრადუსს მიაღწევს და უმეტესად უნალექო ამინდია ნავარაუდევი.[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია