შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სან დიეგოს უნივერსიტეტში ახალციხიდან სამი სტუდენტი ისწავლის

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 02 სექტემბერი 2019
ნოდარ ბერიძემ ახლციხის N1 საჯარო სკოლა დაამთავრა, ნათია ჩანგლიშვილმა ვალეს N1 სკოლა, მარიამ სააკიანი კი აწყურის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია. მათ განსხვავებული გეგმები, თუმცა ერთი მიზანი აქვთ, უნივერსიტეტისგან მაქსიმალური ცოდნა მიიღონ.ნოდარ ბერიძემ სან დიეგოს უნივერსიტეტში ჩაბარება ერთი წლის წინ გადაწყვიტა, როდესაც უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა სკოლაში პრეზენტაცია გამართეს: „არ მქონდა გადაწყვეტილი სად ჩავაბარებდი ან რაზე. პრეზენტაციის შემდეგ დავინტერესდი, თან ეს პროგრამა, კომპიუტერული ინჟინერია საინტერესოა და ახლა ყველაფერი კომპიუტერულ სისტემაზე გადადის და გამომადგება“.სწავლის დაწყებამდე საზაფხულო სკოლაში ორკვირიანი მომზადება გაიარა: „უკვე დაგვიბარეს, საზაფხულო სკოლასავითაა აქ. გვაჩვევენ მათემატიკას, ლინგვისტიკას, უკვე დაგვეწყო ლექციები. თავიდან ცოტა გამიჭირდა თან ინგლისურადაა სწავლება“.სურს რომ სწავლის დამთავრების შემდეგ საკუთარი ცოდნა ისევ თავის ქალაქსა და კუთხეს მოახმაროს.„კომპიუტერული ინჟინერია ბევრ რამეს მთავაზობს. ახალციხეში არ გვაქვს ძლიერი სისტემები, კომპიუტერული ინჟინრები სჭირდებათ და თუ შესაძლებლობა მომეცემა რაღაცის შექმნის, რაღაცა ინოვაციურის, ვფიქრობ რომ დავეხმარები ჩემს კუთხეს“, – ამბობს ნოდარი.მარიამ სააკიანი ამ ეტაპზე არ ფიქრობს სწავლის დასრულების შემდეგ ახალციხეში დაბრუნებას, რადგან მისთვის მნიშვნელოვანი საერთაშორისო დიპლომი და პროფესიით დასაქმებაა.„ეს სფერო მრავალფეროვანია და ვერ ვამბობ გადაჭრით თუ სად წარმომიდგენია თავი. ალბათ რომელიმე კარგ კომპანიაში. თუმცა ეს შორეული მომავალია. დიდ გეგმებს არ ვაწყობ, ხოლმე მოცემული სიტუაცი ით ვმსჯელობ“,– ამბობს მარიამი.ამბობს, რომ სიახლეებისათვის მზადაა, რადგან იცის, რომ წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ბევრის დათმობაზე წასვლა მოუწევს.ნათია ჩანგლიშვილმაც სან დიეგოს უნივერსიტეტში კომპიუტერულ ინჟინერიაზე ჩააბარა. მან გამოცდების საბოლოო შედეგების გაგებამდე იცოდა, რომ ამ უნივერსიტეტში მოხვდება, რადგან ეროვნულ გამოცდებამდე უნივერსიტეტის დაფინანსება მოიპოვა.„7 500 დოლარია გადასახადი დ ამას სახელმწიფო გრანტით ვერ დაფარავ. შესაბამისად უნდა მიიღო შიდა დაფინანსება, გასაუბრების და აპლიკაციის შევსების შემდეგ 6 500 დოლარით დამიფინანსეს“.უნივერსიტეტისგან კი კარგ განათლებასა და მომავალს ელოდება. საკუთარი თავი, რომელიმე კარგ დეველოპერულ კომპანიაში წარმოუდგენია.[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია