გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

2020 წელსაც „ოცნება“ უმრავლესობით უნდა მოვიდეს - ვოლსკის პროპორციული არჩევნების იდეა არ მოსწონს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 02 სექტემბერი 2019

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი „ჰოთნიუსთან“ საუბარისას აცხადებს, რომ 2020 წლის საპალრამენტო არჩევნების პროპოციული სისტემით, ბუნებრივი ბარიერის პირობებში ჩატარებაზე საზოგადოება უნდა კონსულიდირდეს, ხოლო თავად ვოლსკის ეს იდეა არ მოსწონს.

"ჩვენ ახლა სზოგადოებაშიც უნდა გავიდეთ და ვილაპარაკოთ ამ თემაზე. არ მგონია, რომ საზოგადოების პოზიცია სხვადასხვაგვარად გაიყოს. ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც ფიქრობს რომ დღესდღეობით, პარტიებს შორის დაპირისპირების ხარისხი რომელიც არსებობს, არ იძლევა საშუალებას რომ რაღაც ოფიციალური, კოლექტიური და თუნდაც კოალიციური პასუხიმგებლობა აიღონ პოლიტიკურმა პარტიებმა, ვინც სავარაუდოდ 2020 წელს მოხვდება პარლამენტში და ეს საფრთხეს შეუქმნის პარლამნეტის დაკომფლექტებას.

რეალურად კოლექტიური პასუხიმსგებლობა რომ ავიღოთ ქვეყნის სტაბილურობაზე, გაცილებით უფრო მაღალი მოთხოვნაა საზოგადოებისა, ვიდრე ეს ცალცკეული პარტიები. 0%-ანი ბარიერის და ბლოკების შექმნის შესახებ, ერთხელ და სამუდამოდ საზოგადოებამ უნდა აწონოს და მისცეს პოლიტიკური წონა, იმ საპარლემტო ჯგუფს, ვისაც პოზიცია აქვს რომ პარლამენტში უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, საზოგადოების შეკვეთამ უნდა განაპირობოს პასუხისმგებლობა პარლამენტში შესული პოლიტიკური ჯგუფების. მე, რომელიც წინააღმდეგი ვიყავი პროპორციული საპარლამენტო არჩევევნების, საბოლოოდ მაინც დავთანხმდი“, - აცხადებს გია ვოლსკი „ჰოთნიუსთან“ საუბარში.

ამასთან ვოლსკი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ საპარლამენტო უმრავლსობაში უნდა დარჩეს 2020 წლის არჩევნების შემდეგაც.

„ვფიქრობ, რომ "ქართული ოცნება" უნდა მოვიდეს უმრავლესობით. საკონსტიტუციო უმრავლესობამ თავისთავად ფუნქცია შეასრულა ის, რომ კონსტიტუცია იქნა მიღებული საერთაშორისო სტანდარტის დონეზე. თუ კი ვამბობ, რომ სურვილი "ქართულ ოცნებას“ სურვილი აქვს უმრავლსეობით მოვიდეს, ეს მარტო იმას არ ნიშნავს, რომ პოლიტიკური ამბიცია გაგვაჩნია, ამ განცხადების გაკეთების საფუძველი გვაქვს.

რეალურად 0%-იანი ბარიერი იმისთვის არის საჭირო, რომ საზოგადოებამ პარლამენტში შემოუშვას კონკრეტული დავალებით ადამიანები და ეს დავალება არის, ის რომ კეთილი ვინებოთ ყველამ და ქვეყნის წინაშე ვიყოთ პასუხისმგებელი“, - აღნიშნავს გია ვოლსკი.

წყარო: hotnews.ge

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია