გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

" ნუ მიეჯაჭვები მიწას... აქ ყველა სახლის საძირკველი სუსტი და დაუცველია... "

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 02 სექტემბერი 2019

"იმოგზაურე, ბევრი იმოგზაურე... საკუთარ თავშიც, სხვაშიც, ქვეყნებშიც და ქალაქებშიც, ყველგან... ერთ ადგილს არ მიეყინო... განვითარდი, ყოველწამიერად შეიცვალე... თავი დააღწიე სულში დადებულ რკინის ბორკილებს... გათავისუფლდი გარემოსგან, ყოფითი პრობლემებისგან, ღუზად ჩამოკიდებული ადამიანებისგან, სიმძიმისგან, კომპლექსებისგან... შენ ხარ საწყისი, სასრული არ არსებობს... არასდროს მთავრდები... სულ იწყები და შენთან ერთად იწყება გამოწვევები, სიახლეები, საიდუმლოს ამოხსნები...
მიენდე ფანტაზიას... მთვარეზე ველოსიპედით აედევნე ვერცხლისფერ ნათებას... შექმენი შენთვის სასურველი სამყარო... 
დაიჯერე, რომ მეტი შეგიძლია... ნუ მიეჯაჭვები მიწას... აქ ყველა სახლის საძირკველი სუსტი და დაუცველია... ის მაინც არ იქნება შენი... 
სახლი ზეცაში აიშენე... იყავი მასთან, გული სადაც მიგიწევს... შეაღე ყველა დახშული კარი და არ შეუშინდე სიბნელეს... 
ხვალ არა, დღეიდან დაიწყე!.."

პეტრე კოლხი

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია