შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ახლა მიზნად იქცა, რომ მთლიანად ხელისუფლება ჩამოშორდეს მართვის სადავეებს"- შოთა დიღმელაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 03 სექტემბერი 2019

აქცია „სირცხვილიას“ ერთ-ერთი ორგანიზატორის შოთა დიღმელაშვილის თქმით, ხელისუფლება საზოგადოებასთან ურთიერთობის რადიკალურ გამწვავებაზე წავიდა, იმ შინაგან საქმეთა მინისტრის დაწუნაურებით, რომელიც პასუხისმგებელია მშვიდობიანი მანიფესტანტების თვალების დათხრაზე:

„ამას საზოგადოება ჯეროვან პასუხს გასცემს, ეს ასე არ დამთხვრდება. ხელისუფლებამ დაიჯერა რეალობა, რომელიც შექმნა თავისივე ბოტებისა და ტროლების გამოყენებით, არის ილუზიაში, რომ რაიმენაირი ლეგიტიმაცია მაინც აქვს გახარიას პრემიერად დანიშვნას. ჩვენი პირველი საზრუნავი იქნება ის, თუ აქამდე იყო, რომ გახარია გადამდგარიყო, მთლიანად ეს მორალურად კორუმპირებული ხელისუფლება ჩამოშორდეს მართვის სადავეებს, რა თქმა უნდა არჩევნების საშუალებით 2020 წელს, საქართველოს მოსახლეობამ გააკეთოს ინფორმიერებული არჩევანი და მოიშოროს ეს ხელისუფლება, რომელიც მათზე, მათ ნებაზე ფეხებს იწმინდავს და თვალებში აფურთხებს. ახლა მიზნად იქცა, რომ მთლიანად ხელისუფლება ჩამოშორდეს მართვის სადავეებს.“- განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია