შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"როგორ შეიკერა ჩემი ძმის საქმე"?-დაკავებული სამხედროს და გაყალბებულ დოკუმენტებს აქვეყნებს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 სექტემბერი 2019

რატომ გაწირეს სამ ომ გამოვლილი სამხედრო ციხისთვის და რატომ არ გაითვალისწინა სასამართლომ მოპასუხე მხარის არც ერთი მტკიცებულება, რომელიც შარაშენიძის უდანაშაულობაზე მიუთითებდა? ოზურგეთის წინა მოწვევის საკრებულოს დეპუტატი, ნათია შარაშენიძე მისი ძმის, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლის დაკავების ფაქტზე სოციალურ ქსელში საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით არსებულ უსამართლობაზე მორიგ წერილს აქვეყნებს: 

"როგორ შეიკერა ჩემი ძმის საქმე? ძველი და ორი და მეტი წლის წინანდელი დოკუმენტით (სასწრაფო დახმარების ბარათები), რომელიც საქმის სარჩულად გამოიყენეს, დაამატეს აგენტების ტყუილები (რომელსაც ჩვენებები დაარქვეს) და საქმე შეიკერა და ეს იყო წინასწარ დაგეგმილი ორგანიზებულად მოფიქრებული დანაშაულებრივი სქემა.

პ.ს. ჩემი ძმის საქმე არის ძალიან უნიჭოდ შეკერილი და იმის თვალნათელი მაგალითი, რომ უნამუსობას და უსინდისობას არ აქვს საზღვარი, მხოლოდ ერთია, უნამუსობა/უსინდისობა საკმაოდ სარფიან-შემოსავლიანი ყოფილა.

აუცილებლად მოვა ის დრო (ეგ დრო არც თუ ისე შორსაა) როცა ჩემი ძმის შეკერილ საქმეზე თავიდან ჩატარდება გამოძიება. როგორ გაჩნდა/მოახერხა მოწმე კალმახელიძე შარდენიდან ვაზისუბანში 3 წუთში თანაც ისე რომ მოახერხა ტაქსის გაჩერებაც, გზის გამოვლაც, ამბის მოსმენაც და 112 დარეკვაც, სინამდვილეში ვინ დაურეკა და ვის დაურეკა ე.წ. დაზარალებულმა (სინამვილეში ამ საქმეში ერთადერთი დაზარალებულია და ისიც ჩემი ძმაა) ცაგურიშვილმა, ვინ მფარველობს, ვინ დაუკვეთა და ვისი ბრძანებით იკერებოდა საქმე, რატომ არ არსებობს და არ დევს საქმეში საპატრულო პოლიციის პოლიციელთა ჩვენებები, რატომ არ არსებობს და არ დევს საქმეში სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმების ჩვენებები, სად და ვინ გააქრო 7 საათის განმავლობაში ჩემი ძმა და სად ჰყავდათ ვიცით (ტყეში ჰყავდათ) რატომ გაჩუმდა, არ დაინტერესდა და არ დაიცვა თავდაცვის უწყებამ მოქმედი ოფიცერი და კიდევ არაერთი პასუხგაუცემელი კითხვაა, თუმცა არ არსებობს დაფარული რომელიც არ გაცხადდება. სიმართლე აუცილებლად იზეიმებს, სამართალი პურს შეჭამს. ჩემი ძმის საქმე შეკერილია, ოღონდ ძაან თეთრი ძაფითაა ნაკერი, კი არა დაბლანდულია, თან ძალიან უნიჭოდაა დაბლანდული, იცით როგორი მდგომარეობა გვაქვს? საქმე გვეუბნება რომ არ არის დამნაშავე, მაგრამ ის იქ უნდა იჯდეს, იმიტომ რომ "ვიღაცას" ასე აწყობს, უნდა......."

ცნობისთვის: შარაშენიძე მისი ძმის დაკავებას თავიდანვე წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციად აფასებდა და აღნიშნავდა, რომ ბინძური სქემა სწორედ იმის გამო შემუშავდა, რომ მისი ძმაც, როგორც ქვეყნის სხვა ჯარისკაცები,იმ სიაში მოხვდა, ვისი სახელებიც და გვარებიც, როგორც რუსეთ-საქართველოს ომში გამორჩეული მებრძოლები, ისე გადაეცა კრემლს.

სამხედროს ოჯახის მტკიცებით, დაზარალებული გოგო, რომლის ჩვენების საფუძველზე საქართველოს შეირაღებული ძალების ლოჯისტიკის ოფიცერი ახლა ციხეში ზის, აგენტ-პროვოკატორია, რომელიც მას სპეციალურად მიუგზავნეს.

ხვიჩა შარაშენიძე რამდენიმე თვის წინ ორმა სამოქალაქო ფორმაში ჩასმულმა პირმა სახლიდან ისე გაიყვანა, რომ არც კონკრეტული მიზეზი აუხსნიათ მისთვის და არც ოჯახს ჰქონდა ინფორმაცია, თუ სად იმყოფებოდა, 7 საათის განმავლობაში. როგორც ბრალდებულმა სასამართლოს ერთ-ერთ სხდომაზე განაცხადა, მასზე ამ დროის განმავლობაში დანაშაულის აღიარების მიზნით ზეწოლა ხორციელდებოდ. მისივე განცხადებით, ის ჯერ ტყეში წაიყვანეს, შემდეგ კი ერთ-ერთი განყოფილების სარდაფში ჩაიყვანეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

მიუხედავად იმისა, რომ მის მიმართ ვერც ერთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს, საქმეში არ იდო ექსპერტიზის დასკვნა და  სათვალთვალო კამერის მიერ გადაღებული კადრებიც არ ამტკიცებდა მის ბრალეულობას, მოსამართლემ სასჯელის უმაღლესი ზომა 7 წელი მიუსაჯა. უფრო მეტიც, საქმეში მტკიცებულებად ჩადეს ორი  დოკუმენტი " სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბარათები", აქედან ერთი იყო 2016 წ. და მეორე 2013 წლით დათარიღებული.

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია