შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რამდენი პირველკურსელი ჩაირიცხა სამცხე–ჯავახთის უნივერსიტეტში

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 სექტემბერი 2019
2019-2020 სასწავლო წელს სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სწავლის უფლება 239 აბიტურიენტს მიანიჭა. მათგან ყველაზე მეტი -91, იურიდიულ ფაკულტეტზეა ჩარიცხული. განათლების, ჰუმანიტარული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სხვადასხვა სპეცილობაზე 75 პირველკურსელი ჩაირიცხა. ინჟინერიის, აგრაგული და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჯამში 42 აბიტურიენტი გააგრძელებს სწავლას. ყველაზე ცოტა, 31 აბიტურიენტი კი ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზეა ჩარიცხული.სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხულთაგან 50%–იანი გრანტი ოთხს აქვს. ოთხივე ახალციხეშია ჩარიცხული, ორი ქართულ ფილოლოგიასა და ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე, ხოლო ორი საჯარო მმართველობაზე.ახალციხის კორპუსი:საჯარო მმართველობა - 67 აბიტურიენტი;სამართალი - 18 აბიტურიენტი; დაწყებითი განათლების მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო–სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა -31 აბიტურიენტი;ქართული ფილოლოგია -13 აბიტურიენტი;ისტორია - 13 აბიტურიენტი;ინგლისურ ფილოლოგია -15 აბიტურიენტი;ბიზნესის ადმინისტრირება - 3 აბიტურიენტი;ეკონომიკა -23 აბიტურიენტი; ინფორმაციულ ტექნოლობგიებზე ჩაირიცხული - 20 აბიტურიენტი;მათემატიკა - 3 აბიტურიენტი;ეკოლოგია- 13 აბიტურიენტი;აგრონომია- 5 აბიტურიენტი.ახალქალაქის კორპუსი:საჯარო მმართველობა - 6 აბიტურიენტი;ისტორია - 2 აბიტურიენტი;ქართული ფილოლოგია - 1 აბიტურიენტი;ეკონომიკა - 5 აბიტურიენტი;აგრონომია - 1 აბიტურიენტი.უნივერსიტეტში ჩარიცხულმა აბიტურიენტებმა უნივერისტეტში რეგისტრაცია 2019 წლის 25 სექტემბრამდე უნდა გაიარონ. რეგისტრაციისათვის კი რამდენიმე დოკუმენტია საჭირო. ესენია:1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის 2 ასლი; უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში – პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;2. ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ბარათის ასლი;3. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – ატესტატი. უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი განათლების აღიარებაზე;4. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი(მხოლოდ ვაჟებისთვის);5. ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია (CD).რეგისტრაცია უნივერსიტეტის პირველ კორპუსიში (ახალციხე, რუსთაველის ქუჩა 113), 303 ოთახში მიმდინარეობს.[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია