შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ქვეყანას სინდიკატი მართავს — ლევან გოგიჩაიშვილი ბიძინა ივანიშვილზე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 სექტემბერი 2019

დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა სამთავრობო ცვლილებების შეფასებისას თქვა, რომ "ქვეყანას სინდიკატი მართავს". მისი აზრით, ახალი მთავრობა განწირულია არაეფეტურობისთვის, რადგან გიორგი გახარიას მოუწევს ყველა საკითხი ბიძინა ივანიშვილთან შეათანხმოს.

"ისინი [მინისტრები] ბიძინა ივანიშვილს ეხმარებიან, ამ ქვეყანას წაართვან დემოკრატიული მომავალი და ქვეყანა გადააგდონ ავტორიტარიზმის რელსებზე. მე არ შევაფასებდი მათ რაღაც განსაკუთრებული ტალანტის მქონე ადამიანებად. ამ პერიოდში მიიღეს გამოცდილება, მაგრამ კონკრეტულ მიმართულებებში სულ ჰქონდათ პრობლემები", — თქვა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ჟურნალისტებთან საუბრისას დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ თავდაცვის კომიტეტის დახურული შეხვედრობის დროს სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი, ვახტან გომელუარი გიორგი გახარიას აკრიტიკებდა. გომელაური ამბობდა, რომ მან არ გაითვალისწინა რჩევები და პანკისის სპეცოპერაციაში შეცდომები დაუშვა.

მინისტრი, რომლის გადადგომასაც საზოგადოების ნაწილი 77 დღეა ითხოვს, მმართველმა პარტიამ დააწინაურა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად 3 სექტემბერს წარადგინა. სამთავრობო ცვლილებების მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, ვახტანგ გომელაური უხელმძღვანელებს. მისი სუს-ში მუშაობის დროს ჩატარდა სპეცოპერაცია ორთაჭალასა და პანკისში. პანკისში ამ სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა ამ დრომდე მტკიცებულებების წარდგენას ითხოვს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია