შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"თესეა" ახალი სერიალი "ჩცდ"-ს შემქმნელებისგან - "მაყურებელი ყოველ მომდევნო სერიას დაელოდება"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 სექტემბერი 2019

„ჩემი ცოლის დაქალებთან“ ერთად დაანონსებული, ახალ სერიალი, ახალ არხზე - „ფორმულაზე“ გავა. სერიალის სამუშაო სახელი "თესეა" როგორც რეჟისორები ამბობენ სცენარი უკვე მზად არის, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მსახიობების შერჩევა, არც სერიალის კომპოზიტორია შერჩეული რომელიც სერიალისთვის მუსიკასა და ქუდს შექმნის.

ახალი სერიალის რეჟისორი კი გიორგი ლიფონავაა.

ახალი სერიალის დეტალებზე „პრაიმტაიმთან“ „ფორმულა კრეატივის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და პროდიუსერმა ირაკლი საღინაძემ ისაუბრა.

"გიორგის გარდა „ჩცდ“-ს ორი რეჟისორი ჰყავს. დაემატება კიდევ ერთი რეჟისორი. ტექნიკური ჯგუფი ფართოვდება, რადგანაც „ჩემი ცოლის დაქალები“ გრძელდება და პარალელურად ახალ სერიალსაც ვიწყებთ. მთლიანობაში იქნება საყვარელი, საინტერესო. დრამატული და ემოციური პროექტია. დაწერილი ასეთია, ყოველ შემთხვევაში და იმედია, გადაღებას და რეალიზებას მოვახდენთ. საყვარელი იქნება იმით, რომ ადამიანს დააინტერესებს, შემდეგ სერიას დაელოდება, ემოციურად განიცდის, გაუჩნდება ემპათია პერსონაჟების მიმართ. მიზეზები ეს არის, რის გამოც გახდება ეს სერიალი საყვარელი. "- განაცხადა ირაკლი საღინაძემ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია