შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბახმაროში ელექტროენერგიის გამრიცხველიანება დაიწყო

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 სექტემბერი 2019

კურორტ ბახმაროში ელექტროფიცირებისა და გამრიცხველიანების სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს-ამის შესახებ ინფორმაციას ჩოხატაურის მერი, ირაკლი კუჭავა ავრცელებს, რომლის განცხადებითაც,  პროექტის ღირებულება, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს, 2 მილიონ რვაასორმოცი ათასი ლარია.

კურორტზე ბოლო ორი წლის განმავლობაში ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით პრობლემა ასე თუ ისე მოგვარებული იყო. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მთლიანად სისტემის მოსაწესრიგებლად მუნიციპალურმა ფონდმა სოლიდური თანხა გაიღო. 

ჯერ ჯერობით კი, არ გვაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, როდის მოგვარდება კურორტზე საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი წყლის პრობლემა, რომელიც დამსვენებლებს ხშირად უქმნის დისკომფორტს.

ა.ი.პ. "ბახმაროს" დირექტორის თქმით, წელს დამსვენებლებს უწყლობის პრობლემა ისევ აწუხებდათ, თუმცა, მისივე მტკიცებით, მომავალი წლისთვის ესეც მოგვარდება: 

"დავამატეთ რამდენიმე უბანში დებეტი, მაგრამ მაინც არ იყო საკმარისად წყალი. გაზრდილია მოთხოვნა წყლის მიწოდებაზე, თუმცა ვერ ხერხდება ბოლომდე ამ პრობლემის მოგვარება, საკმარისად ვერ ვახდენთ მიწოდებას. თუმცა, მომავალში რამდენიმე მილიონი დაიხარჯება ბახცმაროში წყლისა და კანალიზაციის გაყვანაზე და ეს წლების განმავლობაში არსებული პრობლემაც მოგვარდება-გვითხრა საჯაიამ. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია