გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გიორხელიძე: ამაზე უარესი რა შეიძლება იყოს, რაც დღეს არის?!

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 06 სექტემბერი 2019

"მოსაზრება იმის შესახებ, რომ ახალი მთავრობა "ნაციონალურ მოძრაობას" შეუტევს... ხელისუფლება ვალდებულია თუ ვინმე დამნაშავეა, საქმე სასამართლომდე მიიყვანოს და ბოლოს და ბოლოს დადგინდეს, ვინ არის დამნაშავე და რა დოზით. რაკი წინა ხელისუფლებამ ეს 7 წლის განმავლობაში ვერ გააკეთა, ახლა მორევაზე საუბარი პოლიტიკური უაზრობაა, და ვერც ვერაფერს გააკეთებენ, თუ საპირისპირო მხარე რაიმე კატასტროფულ შეცდომას არ დაუშვებს. მე არ მინდა დაპირისპირება და მინდა კონსტიტუციური პროცესი, რადგან 30 წელია ქვეყანაში ბოლშევიკური აღმაფრენით ერთი მხარე მეორეს უტევს. არც სახელმწიფო გადატრიალება დაგვკლებია, არც "ფერადი რევოლუციები" და ა.შ. ახლა საჭიროა შედეგი. ხარ ხელისუფებაში - დადე შედეგი. ვერ დადებ შედეგს - წადი სახლში. ამოვიდა ყელში ასეთი ხელისუფლებები, რომლებიც ბელადის მატარებელს მოყვებიან და საქმის კეთების ნაცვლად საკუთარ კეთილდღეობას იწყობენ. ოპოზიციაც სუსტ პოზიციაზე დგას, რადგან აქცენტს პიროვნებებზე აკეთებს და არ იცის სად არის ხელისუფლების სისუსტე. რას იზამს გახარია, საკონცენტრაციო ბანაკს მოაწყობს თუ ხალხს დახოცავს? სხვაგან არის აქცენტი გადასატანი. ამაზე უარესი რა შეიძლება იყოს, რაც დღეს არის?! ეროვნული ბანკის უპასუხისმგებლო პოლიტიკის გამო ბიზნესი, ორგანიზაციები და მოქალქეები, ათიათასობით ადამიანი ფაქტიურად კრახის წინაშე დგას, რადგან აღებულ ვალს ორმაგად იხდიან," - განაცხადა "რეზონანსთან" დემურ გიორხელიძემ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია