შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პარლამენტში გახარიასთან შესახვედრად მაკო გომურს არ უშვებენ

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 06 სექტემბერი 2019

„ნაციონალური მოძაობის“  ერთ-ერთიმა წევრმა, თინა ბოკუჩავამ პარლამენტში ტექნიკური შესვენების გამოცხადება მოითხოვა, რადგან 20-21 ივნისს დაშავბულ მაკო გომურს საკანონმდებლო ორგანოში  შესვლის უფლება არ მისცეს. თინა ბოკუჩავამ პრემიერობის კანდიდატს გიორგი გახარიას მიმართა, რომ პირადად გაერკვია აღნიშნული ფაქტი. 

სხდომაზე ტექნიკური შესვენება რომან გოცირიძემ გამოაცხადა და ახლა გაირკვევა, შეძლებს  თუ არა მაკო გომური და ასევე #სირცხვილიას წევრები  საშვებით, პარლამენტში სხდომაზე დასწრებას.

საკანონმდებლო ორგანოსი აცხადებენ, რომ სისტემამ გაჭედა და ამის გამო ვერ ხერხდება ვიზიტორების შესვლა საშვებით პარლამენტში.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია