შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ხელისუფლება პროკურატურის მეშვეობით ცდილობს "მთავარი არხის" განეიტრალებას - ადვოკატი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 07 სექტემბერი 2019

ხელისუფლება პროკურატურის მეშვეობით ცდილობს "მთავარი არხის" განეიტრალებას - ამის შესახებ ჟურნალისტებს ნიკა გვარამიას ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა განუცხადა.

„სამართლებრივი მხარე ამ საქმეს ფიზიკურად არ გააჩნია, ხელისუფლება პროკურატურის მეშვეობით ცდილობს "მთავარი არხის" განეიტრალებას. როგორც ჩანს ხელისუფლებაში ფიქრობენ, რომ თუ გვარამიას ბრალს დაუმძიმებენ და მოგვიანებით დააკავებენ, ამით ხელს შეუშლიან ახალი არხის ფუნქციონირებას, რაც არც ერთ შემთხვევადი არ მოხდება და მეორე მიზანი შეიძლება იყოს, "რუსთავი2"-ის გაკოტრება, სადაც ხელისუფლებას სჭირდება განტევების ვაცი, რომ თქვას, აი, ნიკა გვარამიას ქმედებების გამო გაკოტრდა არხიო. სინამდვილეში ეს მიზანიც ვერ იქნება მიღწეული, ვინაიდან "რუსთავი 2" ყველაზე წარმატებული ყო ნიკა გვარამიას დირექტორობის დროს, "- განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია