შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ნოდარ მელაძე: "ასეთ პოსტებს იშვიათად ვწერ, მაგრამ...სირცხვილია!!!"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 07 სექტემბერი 2019

"ასეთ პოსტებს იშვიათად ვწერ, მაგრამ უნდა ვიცოდეთ რა ქვეყანაში ვცხოვრობთ.

სირცხვილია!!! ნიუსრუმისთვის სამუშაოდ ჟურნალისტებს სუსის თანამშრომლები, რომ ეძებენ.

სირცხვილია!!! პროკურატურის მუშაკები ნაცნობ ჟურნალისტებს, რომ ურეკავენ და ოქროს კოშკებს უშენებენ რუსთავი 2 ში დაბრუნების სანაცვლოდ.

სირცვილია!!! შს სამინისტროს დეპარტამენტის უფროსები, რომ არიან ჩართულები ჟურნალისტებთან მოლაპარაკების პროცესში, კრიმინალს ებრძოლეთ.

სირცხვილია!!! პრეზიდენტის პრეს სპიკერს, სამსახურიდან წასვლა აიძულო, იმის გამო რომ კრიტიკული ტელევიზიის, საინფორმაციო სამსახურის უფროსს, რომელიც მისი მეგობარია, რომელთან ერთადაც ბევრი წელი იმუშავა, პოსტი მიუძღვნა.

სირცხვილია!!!
ასეთებს ჩაუვლია, თქვენნაირებს გაუვლია და დღეს მათი გვარები გუგლსაც ძლივს შემორჩა"!!!-წერს "მთავარი არხის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია