სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

აბულისა და შაორის ციკლოპურ ნაგებობებს არქეოლოგები შეისწავლიან

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 სექტემბერი 2019
ფოტო:გოდერძი ნარიმანიშვილისჯავახეთის „ცილკოპური“ ნაგებობებზე არქეოლოგიური სამუშაოები სექტემბრის მეორე კვირიდან დაიწყება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, აბულის, შაორის, ავრანლოსა და სამების მეგალითურ კომპლექსებს, პირველ ეტაპზე, არქეოლოგები შეისწავლიან, შემდეგ კი მათ კონსერვაციის გეგმაზე იმუშავებენ: „რვა სექტემბრიდან იწყება არქეოლოგია - შესწავლა. ოღონდ ეს იქნება კომპლექსური არქეოლოგია ოთხი უბნის. მერე უკვე ვიწყებთ აბულის კონსერვაციას“, - განმარტავენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში. მათივე ინფორმაციით, მეგალითური ძეგლების ფუნდამენტალური კვლევების იდეის ავტორები გოდერძი და დიმიტრი ნარიმანიშვილები არიან.„გიდასტურებთ, რომ დაიწყო ახალი პროექტი, აბულსა და შაორზე დაიწყება არქეოლოგიური სამუშაოები. ეს პროექტი ბევრ რამეს ითვალისწინებს, მრავალწლიანია“, - ამბობს არქეოლოგი გოდერძი ნარიმანიშვილი. ექსპედიცია 2019 წელს ველზე იმუშავებს 30 სამუშაო დღის მანძილზე, ლაბორატორიულ სამუშაოებს კი 20 დღე დაეთმობა.„საქართველოს ტერიტორიაზე მეგალითური კომპლექსები მრავლად გვხდება. ციკლოპურ სიმაგრეებს, დასახლებათა თავდაცვით კედლებთან ერთად, მიეკუთვნება ყველა ის ნაგებობა, რომლებიც აგებულია დიდი ზომის დაუმუშავებელი ქვებით, უდუღაბოდ. მეგალითურ კომპლექსებს მიეკუთვნება იმ ნამოსახლარებისა და სიმაგრეების ერთობლიობა, რომლებსაც თავდაცვითი კედლები გააჩნია.საქართველოს ისტორიული მხარეებიდან ყველაზე უკეთაა შესწავლილი თრიალეთის და ჯავახეთის „ციკლოპური“ სიმაგრეები და ნამოსახლარები. არქეოლოგიური გათხრებიც პრაქტიკულად ამ რეგიონშია მხოლოდ ჩატარებული. მიუხედვად იმისა, რომ რეგიონის ბევრი მეგალითური ძეგლი აღიწერა და სადაზვერვო არქეოლოგიური სამუშაოებიც ჩატარდა, ამ კვლევებს მაინც არასისტემური ხასიათი ჰქონდა, რაც ართულებს ამ ტიპის ძეგლების სრულყოფილ კვლევას.ამდენად, სამხრეთ საქართველოს გამორჩეული მეგალითური კომპლექსების (აბული, შაორი, ავრანლო და სამება) ტოპოარქეოლოგიური კვლევა გადაუდებელი და საშური საქმეა“, - ნათქვამია მეგალითური კომპლექსების ტოპოარქეოლოგიურ კვლევაში. [თაკო ფეიქრიშვილი, ახალქალაქი]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია