შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გორელი პატიმარი 25-წლის გიორგი შემაზაშვილი დახმარებას ითხოვს

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 09 სექტემბერი 2019
გორელი პატიმრის, 25-წლის გიორგი შემაზაშვილის წერილი Qartli.ge-ს  ადვოკატმა, ზაზა მინდიაშვილმა გადასცა.  მძიმე ავადმყოფ მამაკაცს სურს, რომ მისი მდგომარეობის შესახებ, ინფორმაცია პრესაში გაშუქდეს. გიორგი შემაზაშვილი აცხადებს, რომ სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის, თამთა დემურიშვილის წყალობით, სიკვდილის პირასაა: ,,თუ არ მომხედავთ, მოვკვდები" - წერს პატიმარი. შემაზაშვილს 2013 წლიდან მისჯილი აქვს 9 წლიანი პატიმრობა. წერილის მიხედვით, 2017 წლის აგვისტოში გიორგი შემაზაშვილმა ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში ბრმანაწლავის ოპერაცია გაიკეთა, რაც შემდგომში მდგომარეობა გართულდა. დაუსვეს დიაგნოზი - ქრონიკული შარდის ბუშტის კონტრაქტურა. ,,მოგახსენებთ, რომ ვარ 25 წლის, ოპერაციას არ მიკეთებენ მოსალოდნელი გართულებების მიზეზით. ეს ადამიანები არიან სადისტები და ესე კლავენ ადამიანებს.. უროლოგიის პროფესორი ჩემ თვალწინ ურეკავდა სამედიცინო დეპარტამენტის ცენტრის დირექტორს თამთა დემურიშვილს და მიშა ივანიშვილს და ეხვეწებოდა გადავეყვანე მე-18 დაწესებულებაში; რომ არ შეიძლებოდა ჩემი ყოფნა #6 დაწესებულებაში, მოკვდებაო ბიჭიო, რაზეც კატეგორიულ უარს იღებდა და მაბრუნებდნენ #6 დაწესებულებაში.“ - წერს გიორგი შემაზაშვილი. პატიმარი გვწერს, რომ ამ დაავადების შემდეგ, მდგომარეობა კიდევ გართულდა. ,,ახლახანს, როგორც მე-18 დაწესებულებაში, ასევე, ღუდუშაურის კლინიკაში დამიდგინეს ნაწლავის გაუვალობა, რაც საჭიროებს სასწრაფო ოპერაციას, რასაც მოყვება 2 ნაწილავის გამოტანა გარეთ და ოპერაციის არ გაკეთების შემთხვევაში დადგება ფატალური შედეგი. პირდაპირ მითხრეს, რომ დავიღუპები.“ - აღნიშნავს პატიმარი. 2019 წლის 26 ივნისს გადაწყდა, რომ ნაწლავთან დაკავშირებით ოპერაცია ღუდუშაურის
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია