შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კირბალელებმა დაკარგული ძროხების სანაცვლოდ ფულადი დახმარება მიიღეს

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 09 სექტემბერი 2019
კირბალში მცხოვრებმა ოჯახებმა, რომლებმაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასული საქონელი უკან ვეღარ დაუბრუნეს, დახმარება მიიღეს. როგორც qartli.ge-ს ფერმერთა ასოციაციის პრესსამსახურში უთხრეს, დაზარალებულებს დახმარება მათმა პარტნიორმა ბიზნესმენებმა გაუწიეს. "ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელმა რეგიონის გუბერნატორისაგან შეიტყო მომხდარის შესახებ და დახმარება პარტნიორ ბიზნესმენებს სთხოვა. დაზარალებულებს გადაეცათ თანხა და ხორბალი,"-გვითხრეს პრესსამსახურში. დაზარალებულები ამბობენ, რომ მათ თითო სულ საქონელზე 800 ლარი და თითო ტონა ხორბალი მიიღეს. გორის მერის წარმომადგენლის განცხადებით, დაზარალებული ხუთი ოჯახია, დაკარგული საქოენილი კი რვა. „28 ივნისს გადავიდა მთელი ნახირი ოკუპირებულ ტერიტორიაზე და მწყემსმა ვეღარ შეძლო მობრუნება. რომ გადასულიყო, დაიჭერდნენ. სულ 25 ძროხა გადავიდა, აქედან 17 გადმოვიდა უკან თავისით, 8 კი არა. 5 ოჯახია დაზარალებული,“-გვეუბნება ცერცვაძე.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია