შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ვანო მერაბიშვილი საპატიმროს დატოვების შემდეგ პოლიტიკურ აქტიურობას გეგმავს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 09 სექტემბერი 2019

ვანო მერაბიშვილი საპატიმროს დატოვების შემდეგ პოლიტიკას უბრუნდება.

ამის შესახებ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ საუბარში აცხადებს.

„20 თებერვალს ვანო მერაბიშვილი სრულად მოიხდის სასჯელს, მას ვეღარ მიუსჯიან იმაზე მეტს, რამდენიც მოიხადა. ამიტომ ტელეკომპანია "იმედთან" დაკავშირებული ის სასჯელიც მოხდილად ჩაეთვლება, რომლის პროცესებიც სასამართლოში ისევ გრძელდება. როგორც ვიცი, ბატონი ვანო პოლიტიკურ აქტიურობას აუცილებლად გააგრძელებს, მაგრამ, სად, როგორ, ვისთან, ნამდვილად არ ვიცი" -აღნიშნა ადვოკატმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია