შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხელი მოჭიდავე სამბოს საერთაშორისო ტურნირის პრიზიორი გახდა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 09 სექტემბერი 2019
სამბოში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, არჩილ ჩოხელის სახელობის მეხუთე საერთაშორისო მემორიალური ტურნირი 7-8 სექტემბერს, თბილისში ძიუდოს აკადემიაში გაიმართა. მასში საქართველოს, აზერბაიჯანის, ბელარუსის, გერმანიის, ისრაელის, რუსეთის, საბერძნეთის, სომხეთისა და ყაზახეთის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სპორტსმენებმა ცხრა წონით კატეგორიაში მიიღეს მონაწილეობა. ორ დღიანი ორთაბრძოლების შემდეგ, +100 კგ წონით კატეგორიაში, გამარჯვებული 2019 წლის ევროპული თამაშების ჩემპიონი და 2018 წლის აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში, ბექა ბერძენიშვილი გახდა. ბექა წარმოშობით ახალციხის სოფელ წინუბნიდან არის. მისთვის ყველაზე დიდი წარმატება ევროპის ჩემპიონის ტიტულია, რომლიც 2016 წელს, რუსეთის ქალაქ ყაზანში +100 კგ. წონით კატეგორიაში მოიპოვა.შემდეგ იყო „მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის“ ტიტული, რომლიც რუმინეთის ქალაქ ბუქარესტში, 2018 წელს მოიპოვა. ამავე წელს ბექა „საქართველოს აბსოლუტური ფალავანი“ გახდა. ბოლო მნიშვნელოვანი წარმატება კი 2019 წლის ივნისში, ევროპული თამაშების ჩემპიონობა იყო,სადაც მსოფლიოს ოთხი და ევროპის ექვსგზის ჩემპიონი, ბელარუსი იური რიბაკი, არასრულ ორ წუთში 8:0 დაამარცხა.გთავაზობთ მასალას - გზა ახალციხიდან ევროპის ჩემპიონობამდე [თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია