შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სოფელ ფერსაში მგელმა საქონელი დაგლიჯა

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 11 სექტემბერი 2019
10 სექტემბერს, დაახლოებით 16:00 საათზე სოფელ ფერსაში მცხოვრები ოძილაურების ოჯახის ორი სული საქონელი მგელმა შეჭამა. ადგილობრივების თქმით, ნადირი სოფელთან ახლოს 100-200 მეტრში ჩამოდის და შინაურ ცხოველებს თავს ესხმის.მათივე თქმით, ეს მგლის შემოსვლის პირველი შემთხვევა არ არის: „ამ წელს უკვე ექვსი სული შეჭამა მგელმა. დღეს ორი იყო, ერთი კვირის წინ ჩემი ხბოც შეჭამა, ხუთ თვიანი, წლევანდელი ხბო იყო, საბალახოდ მყავდა გაშვებული“, - ამბობს თეიმურაზ მიგრიაული.სოფელში ამბობენ, რომ ნადირის დასახლებასთან მოსვლის შემთხვევები ხშირია, თუმცა მგელზე ნადირობა ისჯება ამიტომ ერიდებიან.[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია