შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საავტომობილო კლუბები ატოცში მცოცავ ოკუპაციას აპროტესტებენ

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 18 ნოემბერი 2018
სხვადასხვა საავტომობილო კლუბის წევრები გაერთიანდნენ და ამ წუთებში ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში მცოცავ ოკუპაციას აპროტესტებენ. კლუბის წევრები ადგილზე 200-მდე ავტომობილით ჩავიდნენ.  მათ სოფელ ატოცში მოძრაობა ,,ძალა ერთობაშია“ წევრები დახვდნენ. აქციის მონაწილეები თბილისიდან ატოცში ოკუპაციის გასაპროტესტებლად სპეციალური მაისურებით, სტიკერებით და საქართველოს დროშებით ჩავიდნენ. შეგახსენებთ, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან ქარელის რაიონის სოფელ ატოცში მავთულხლართების მონტაჟი განაახლა.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია