შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ქუთაისში ისტორიული უბნისა და დავით კაკაბაძის სახელობის გალერეას რეაბილიტაცია 2019 წელს დაიწყება

კულტურა
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 18 ნოემბერი 2018

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ახალი მენეჯმენტი მაქსიმალურს აკეთებს, რომ ქუთასის წყალმომარაგების სისტემის გამართვის გაჭიანურებული პროცესი მომავალი წლის გაზაფხულზე დასრულდეს. იქ სადაც წყალგაყვანილობის სამუშაოების შედეგად დაზიანდა გზები, პარალელურად გაგრძელდება გზების დაგებისა და აღდგენის სამუშაოები. ამჟამად ვმუშაობთ დონორთან ქუთაისის საკანალიზაციო ქსელების პროექტის მესამე ფაზაზე, რომელიც ეტაპობრივად ხორციელდება, ვინაიდან პროექტი არის ძალიან მასშტაბური და ქუთაისიც საკმაოდ დიდია თავისი დასახლებებით“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა,  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა იმერეთის რეგიონში მოსახლეობასთან შეხვედრისას. 


ვიცე პრემიერის განცხადებით, ქუთაისში დაგეგმილია სხვა ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება - გზების, სკოლების, საბავშო ბაღების, ამბულატორიების რეაბილიტაცია-აშენება.

ამასთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ამუშავებს სხვა ისეთ პროექტებს, რომელიც ქუთაისის მოსახლეობისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, მაგალითად ქუთაისის ისტორიული უბნის - რიონის სანაპიროზე განლაგებული მე-19 საუკუნის ნაგებობების რეაბილიტაცია და ქუთაისის დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეას რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია.

პროექტებით გათვალისწინებული სამუშაოები 2019 წელს დაიწყება.

გალერეა 1976 წელს დაარსდა და მასში დაცულია ფერწერული, გრაფიკული, სკულპტურული, გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები. გალერეის ოქროს ფონდში 3000-მდე, მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე 18 ექსპონატი ინახება: ნიკო ფიროსმანის, ელენე ახვლედიანის, გიგო გაბაშვილის, ლადო გუდიაშვილის, დავით კაკაბაძის და სხვათა ფერწერული თუ სკულპტურული ნამუშევრები.

მაია ცქიტიშვილმა წყალტუბოზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ წყალტუბოში წლების განმავლობაში იდება მნიშვნელოვან ინვესტიცია. 
„მუნიციპალური განვითარების ფონდმა აღადგინა წყალტუბოს ცენტრალური პარკი. ჩვენ წელსაც გვაქვს დაგეგმილი უკვე შადრევნის რეაბილიტაცია უშუალოდ წყალტუბოს პარკში. რა თქმა უნდა, ეს არის სამუშაოების ის ნაწილი, რომელიც არის საჭირო იმისთვის, რომ ჩამოსულმა დამსვენებლებმა კიდევ უფრო კარგად იგრძნონ თავი.“

ვიცე-პრემიერის განცხადებით, პირველ ყოვლისა, მნიშვნელოვანია მოსახლეობის პრობლემები და ამიტომ წყალტუბოში მიმდინარეობს წყლისა და კანალიზაციის სისტემების გამართვის სამუშაოები მომავალ წელს დასრულედება, რითაც ადგილობრივ მოსახლეობას წლების მრავალწლიანი პრობლემა გადაიჭრება. 2019 წელს დაგეგმილი წყალტუბოს მუნიციპალოტეტის სოფლებისათვის მნიშვნელოვანი პროექტების განხოციელება - სოფელ წყალტუბოსა და გეგუთის ახალი საჯარო სკოლების აშენება, სკოლებისა და გზების რეაბილიტაცია.

mrdi.ge

ქუთაისის ხელოვნების გალერეას, შესაძლოა, მესამე სართული დაემატოს

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია