შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"პუტინი ივანიშვილს ე.წ სამხრეთ ოსეთის ანექსიით ემუქრება"- სააკაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 14 სექტემბერი 2019

მზადება საარჩევნო პერიოდისთვის - საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ოდესაში ახალი თაობის პოლიტიკურ ლიდერებს შეხვდა.
სააკაშვილმა ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველო არის უმძიმეს სიტუაციაში.
"საქართველო არის უმძიმეს სიტუაციაში. პუტინმა ივანიშვილს უთხრა: თუ შენ არ გამოაცხადებ ნეიტრალურ სტატუსს , თუ საჯაროდ არ იტყვი უარს ნატოზე, ევროკავშირზე, 31 დეკემბრამდე მე მოვახდენ ე.წ სამხრეთ ოსეთის ანექსიას.ამ ყველაფერს ივანიშვილი არ ამბობს, იმიტომ, რომ არ თვლის ხალხის წინაშე თავს ანგარიშ ვალდებულად" - განაცხადა სააკაშვილმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია