გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

როგორ დაიგეგმა „ციანიდის საქმე“ - მეუფე პეტრე სკანდალურ დეტალებს ჰყვება

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 15 სექტემბერი 2019

მეუფე პეტრე ცაავა „ციანიდის სკანდალზე“ საუბრობს და კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ დეკანოზი უდანაშაულოა.

„ეს იყო დადგმული სცენარი, ჩვეულებრივ ადამიანი სამიზნედ აიყვანეს, მიუჩინეს ე.წ. აგენტ-პროვოკატორი, რომელმაც მამაო თავის პატივმოყვარეობით, სითამამით დიალოგში გამოიწვია და მისთვის ნახევრად მიზანს მიაღწია დასამონტაჟებლად, ანუ მხოლოდ ამოჭრილი მონტაჟი გვაჩვენეს და შერჩევით სამართალს ჰქონდა ადგილი. დღემდე არ აქვს უფლება არც უფლებადამცველებს და არც თვითონ მამაოს, რომ სრული ვერსია გასაჯაროვდეს, ანუ გაუთქმელობაზე აქვთ ხელი მოწერილი და როგორც ვიცი, საკონსტიტუციო სასამართლოშიც კი არის გასაჩივრებული და დღემდე არ არის პასუხი, რომ სრული ვერსია გამოქვეყნდეს. ყველაფერი ეს იყო ხელოვნურად დადგმული. რა თქმა უნდა, მამაოს საუბარი ყველანაირად შეუფერებელია სამღვდელო ხარისხის ადამიანისთვის და მოძღვრისთვის ეს სითამამე, მაგრამ მე როგორც ერთხელ სინოდის სხდომაზე პატრიარქს მივმართე, მისი გარემოცვიდან, რომ ნებისმიერი სასულიერო პირი ჩავწეროთ, შეიძლება, უარესი შედეგი მივიღოთ. არ ვართ დაზღვეული, სამწუხაროდ, გვყავს ამ დონის, ამ ტონალობაში, ასე თამამდ მოსაუბრე სასულიერო პირები, სამწუხაროდ, მამაო წარმოადგენდა უახლოეს გარემოცვას და უდიდესი თანამდებობები ეკავა. აქ ჩვენ ვხედავთ, რომ მამაო არ არის პიროვნება, როგორც უცოდველი, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ მამაო არის უდანაშაულო კონკრეტულ ბრალდებაში, ჯერ როდესაც გვითხრეს, რომ მთელი ხელისუფლება პირველი პირის, ყოფილი პრემიერის ჩათვლით დადგნენ მწყობრში და შეცდომაში შეიყვანეს მთელი საზოგადოება, ქართველი ერი და მთელი მსოფლიო, საერთაშორისო  ყურადღების ცენტრი გახდა და ინტერესის საგანი, მათ შორის, მართლმადიდებელ სამყაროში.

გვეუბნებოდნენ, რომ ქვეყანა გადაარჩინეს დიდ არეულობას და იგეგმებოდა პატრიარქის... მერე აღმოჩნდა, რომ ბრალი წაყენებული იყო პატრიარქის მდივან-რეფერნტის შესაძლო მკვლელობაზე და წარმოიდგინეთ, სასამართლო როგორ დასკვნას დებს. ჯერ პროკურატურამ მოითხოვა, რომ ეს ყველაფერი იყო ანგარების გამო, რომ თითქოს მამაო მიდიოდა გერმანიაში არარსებული ციანიდით და მოუწამლავდა პატრიარქს მდივან-რეფერენტს და მოტივაცია მთავარი სამართალმცოდნეობაში არის, რა მოტივით აკეთებ ამ საქციელს. ე.ი.  თითქოს მოტივად ჰქონდა თანამდებობრივი, კარიერული წინსვლა, ე.ი. რა გამოდის, რომ მამაო მოწამლავდა ამ ქალბატონს, დარჩებოდა გერმანიაში, იქნებოდა ძებნილი, თან ინტერპოლით. გერმანია არის ქვეყანა, სადაც ჩეჩენი მოქალაქე მოკლეს ქუჩაში და რამდენიმე საათში იქნა საქმე გახსნილი და კვალიც კი იპოვეს, უცებ გაიხსნა საქმე ფაქტიურად, ე.ი. გერმანიაში მამაო მოწამლავდა და მერე იქ დაელოდებოდა თანამდებობრივ დაწინაურებას? ანუ წმინდა სინოდი ეპისკოპოსად აკურთხებდა? როგორც თვითონ ამბობს, რამდენიმე თვის წინ პატრიარქი თვითონ სთავაზობდა მას მღვდელმთავრად გამორჩევას და თვითონ უარზე იყო, უარი აქვს ნათქვამი.

შემდეგ მოსამართლემ გვითხრა, რომ არა ანგარება, არამედ, შურისძიება იყო. რა, შურისძიების გამო მიდიოდა პატრიარქის ოპერაციის დასასწრებად, რომ მერე მისი მდივან-რეფერენტი... ხომ უგუნურობაა ამის დაშვებაც კი? არანაირი ლოგიკა არ არსებობს, ეს არის უბრალოდ, შეურაცხმყოფელი. დეკანოზი არ მალავს, რომ ქალბატონმა, რომელიც თითქოს დაზარალებულია ამ საქმეში, მისცა ფული 500$ და სთხოვა მას რამდენიმე თვით ადრე, რომ მას ციანიდი სჭირდებოდა ოქრომჭედლისათვის. საპატრიარქოში არის სარესტავრაციო ხატები, რომლებიც შეიცავს ოქროს და ციანიდი არის ნივთიერება, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია, ოქრო გამოყო სხვა მინარევებისაგან, ანუ ოქროს წარმოებაში გამოიყენება ციანიდი და სთხოვა, რომ ციანიდი მინდა, რომ ეს ჯართი, რაც გვაქვს საპატრიარქოში, ოქროდ გამოვყოთ და გამოვიყენოთ ოქრო და ასევე, რჩევაც მისცა, რომ მისი მოგვარე საყდრისის პროცესებში იყო და ხელმისაწვდომობა ჰქონდა, რომ შეეძლო მოეპოვებინა ამ ადამიანს, ამ ე.წ. აგენტ-პროვოკატორის და მას მიმართავს, ის კი წინასწარ შემზადებულია და აღჭურვილია მამაოსთან სასაუბროდ,“ - ამბობს მეუფე  „ოდიში.ტვ“-სთან ინტერვიუში.

ჟურნალისტი მეუფე პეტრეს ეკითხება, გავრცელებულ ჩანაწერში, რაზე საუბრობს დეკანოზი ჭიქის ეპიზოდში, რაზეც მეუფე პასუხობს:

„მე როგორც ვიცი, ეს არის ამოჭრილი ამონარიდი, მასხარაობს ის უბრალოდ ამ, იუმორში გადადიან და მასხარაობენ. რა თქმა უნდა, მიუღებელია ეს დიალოგი, მაგრამ ეს არის შემზადებული პროვოკატორი აგენტ-პროვოკატორის მიერ დადგმული სცენარი, რომელიც წამოეგო ამ პროვოკაციას, ეს უნდა ვაღიაროთ, მაგრამ სრულ ვერსიას თუ მოისმენს ადამიანი, სრული ვერსია აბსოლუტურად აქარწყლებს, მაგრამ ვაი, რომ თვით მამაოსაც და უფლებადამცველებსაც აქვთ გაუთმელობის ვალდებულება, რაც მიმაჩნია, რომ კონსტიტუციური დარღვვაც არის.“ 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია