შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხელმა მოსწავლეებმა წიგნის კითხვის კონკურსში გაიმარჯვეს

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 14 სექტემბერი 2019
„Get Caught Reading – Sakartvelo“ – ასე ჰქვია კონკურსს, რომლის მიზანიც მოზარდების წიგნის კითხვით დაინტერესებაა. კონკურსის დაჯილდოების ცერემონია თბილისში, 13 სექტემბერს ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში გაიმართა. მასში ახალციხიდან პირველი ადგილი ლიკა ჩიგოგამ, მეორე ადგილი კი ანანო გიგოლაშვილმა აიღო. ერთ–ერთი კომპანიის ფავორიტი გახდა ზურა ბერიძე. „Get Caught Reading“ ამერიკული კონკურსია. იგი ევროპის რამდენიმე ქვეყანაში იმართება. მას საქართველოში, ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით, „ინგლისური ენის ინტეგრირებული ცენტრი“ ახორციელებს. კონკურსში საქართველოდან სულ 75 მოსწავლე იყო ჩართული. ახალციხის გარდა, მონაწილეობა მიიღეს მოზარდებმა, თბილისიდან, ბათუმიდან, ქუთაისიდან, ქარელიდან და ადიგენიდან. საბოლოოდ, გამარჯვებულები ხუთ ასაკობრივ კატეგორიაში გამოვლინდნენ: მეორე–მესამე კლასები, მეოთხე–მეხუთე კლასები, მეექვსე–მეშვიდე კლასები, მერვე–მეცხრე კლასები, მეათე–მეთერთმეტე–მეთორმეტე კკლასები. კონკურსში ახალციხიდან „M&S language centre“–ის ცხრა მოსწავლე მონაწილეობდა.„ამ კონკურსის მიზანია, რომ ზაფხულის განმავლობაში, ბავშვებმა დრო ტყულად არ დაკარგონ და წაიკითხონ წიგნი ინგლისურ ენაზე. შემდეგ ეს წიგნი შინაარსობრივად უნდა გადმოსცენ ასევე ინგლისურ ენაზე და ჩაწერონ ვიდეო. მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ როგორ გადმოსცემენ, რამდენად შინაარსობრივად. მათ ნამუშევარს ამერიკელების ჯგუფი აფასებს. ისინი ბავშვებს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად უწერენ ქულებს და ასე გამოვლინდება გამარჯვებული“, – ამბობს „M&S language centre“–ის დამფუძნებელი და ინგლისური ენის პედაგოგი მაია შაინიძე.კონკუსრში მონაწილეობისათვის მოსწავლეებს ვადა 15 ივნისიდან 15 აგვისტომდე ჰქონდათ. "Get caught reading –sakartvelo” უკვე მეორე წელია იმართება: „ინტეგრირებული სკოლის წარმომადგენლები, მაიკო სულავა და ქეროლინ რაისი, აპირებენ ამ კონკურსის გაგრძელებას და ვფიქრობთ, რომ უკეთესი შედეგის მისაღებად, ჯერ ადგილზე ჩავატაროთ კონკურსი, ანუ ახალციხეში და შემდეგ საუკეთესოს ნამუშევარი გავაგზავნოთ. იმიტომ, რომ მინიმალური შეცდომები ჰქონდათ ბავშვებს და ამან დაგვხია უკან, რომ უფრო მეტი საპრიზო ადგილი წამოგვეღო“, – ამბობს მაია შაინიძე.[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია