შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თემურ ხუციშვილის პროცესზე მოსწავლეები და მასწავლებლები დაიკითხნენ

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 12 სექტემბერი 2019
ახალციხის რაიონულ სასამართლოში პროცესი დღეს, 12 სექტემბერს გაიმართა.სხდომაზე მოპასუხის მხარის შვიდი მოწმე: მანდატური, სასწავლო ნაწილი, კლასის დამრიგებელი, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე და დისციპლინარული კომიტეტის თავმჯდომარე, ასევე ის მოსწავლე და მისი კლასელიც დაიკითხნენ, რომლის ფიზიკურ შეურაცხყოფაშიც, ადანაშაულებს სკოლის დირექტორი თემურ ხუციშვილს.სამეურვეო საბჭოსა და დისციპლინარული კომიტეტის თავმჯდომარეებმა დაკითხვისას განაცხადეს, რომ საქმის ირგვლივ ყველა, მოსწავლე გამოკითხეს და ისე მიიღეს გადაწყვეტილება. მათი თქმით, თემურ ხუციშვილმა ნამდვილად მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა მოსწავლეს.ხუციშვილის ადვოკატის, შალვა გოგოლაძის თქმით, კლასში 25 მოსწავლე სწავლობს, აქედან მხოლოდ ოთხმა მოსწავლემ თქვა, რომ ხუციშვილმა ბავშვს თმა მოქაჩა: „ოთხს არ დაუნახავს მომხდარი, 17 – მა კი განაცხადა, რომ კლსში მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია. მხოლოდ ოთხმა მოსწავლემ დაადასტურა“.ადვოკატის კითხვაზე, სამეურვეო საბჭოს და დისციპლინარული კომიტეტის თავმჯდომარეებმა, რატომ არ გაითვალისწინეს 17 მოსწავლის მოსაზრება, უპასუხეს რომ „მხოლოდ იმ ოთხი ბავშვის სჯეროდათ, რომლებმაც განაცხადეს, რომ მასწავლებელმა მოსწავლე თმიდან მოქაჩა და გარეთ გააგდო“.სასამართლო სხდომაზე, მოსწავლეებიც დაიკითხნენ, თუმცა იმის გამო, რომ ისინი არასრულწლოვანები არიან, მოსამართლემ სხდომა დახურა და ბავშვების დაკითხვას, მხოლოდ ადვოკატი, რესურსცენტრის იურისტი, მშობელი და მასწავლებელი ესწრებოდნენ.თემურ ხუციშვილს სკოლა, მეხუთე კლასში მომხდარი ინციდენტის გამო 2018 წლის 28 დეკემბერს დაატოვებინეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ–ს 126 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ძალადობას გულისხმობს. თუმცა იმის გამო, რომ საქმე დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავდა, ძიება შეწყდა, რის შემდეგაც ხუციშვილმა, სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზრაურების მოთხოვნით, სკოლის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა.[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია