შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"არ მინდა ვიყო ლაჩარი ჩვენი ხელისუფლების მსგავსად"-გაბუნია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 15 სექტემბერი 2019

გიორგი გაბუნიამ გადაცემა "პოსტ ფაქტუმის" მონოლგში პირდაპირ ეთერში პუტინის გინებასა და საზოგადოების რეაქციაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

 

ჟურნალისტმა განაცხადა, რომ საინტერესეოა რას იტყვიან პუტინის დედის საფლავის დამცველები ოკუპანტების მიერ ქართველების საფლავებზე დაკლულ ანწუხელიძეზე. გიორგი გაბუნიამ მის მიმართ კადიროვის მუქარაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ როცა კადიროვი მოკლვით დაემუქრა ხელისუფლებას სიტყვაც არ დაუძრავს."როცა კადიროვი მოკლვლით დამემუქრა ჩემს მშიშარა ხელისუფლებას სიტყვაც არ დაუძრავს საკუთარი მოქალაქის დასაცავად.

მე ვაგინე პუტინს იმიტომ, რომ არ მინდა ვიყო ლაჩარი ჩვენი ხელისუფლების მსგავსად, რომელიც მე ვიტყოდი ფეხის გულებს უკოცნის ოკუპანტს და იგივეს მოუწოდებს ქართველებს. ხელისუფლება, რომელსაც თვითონ ეშინია და აშინებს ხალხსაც. სამწუხაროა, რომ არსებობენ ჩვენს ქვეყანაში ადამიანები, რომლებიც მზად არიან თვიანთი დამოუკიდებლობა გაცვალონ მონურ დუმილში და ისე უყურონ, თუ როგორც იტაცებენ და კლავენ მათ ძმებს, აწამებენ, აცლიან გულს და ისე უბრუნებენ უკან. დავით აღმაშენებლის ეპოქის მოტრფიალე ერის რომელ თავმოყვარეობაში ჯდება ის, რომ გავრილოვს პარლამენტის თავმჯდომარის სკამი დაუთმეს, გახარიას კი პრემიერ მინისტრის პოსტი. მე მეუბნებიან, რა მოიტანა ამ ინებამ? მე გეკითხებით, მაშინ რა მოიტანა მათმა ფერებამ?" - განაცხადა გაბუნიამ.


დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია