გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ასე გააგრძელეთ ბატონო ბიძინი. ისევ თქვენი სიბრიყვე თუ გვიშველის"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 15 სექტემბერი 2019

"ივანიშვილი რეგულარულად აფინანსებს პარტიას, რომელიც ამერიკის საელჩოსთან მართავს აქციას. ირმების აქციები და შეკრებები ყოველთვის და მთლიანად ივანიშვილის დაფინანსებულია. დიახ, 100%–ით. სავარაუდოდ დღევანდელიც. იიიf. ასე გააგრძელეთ ბატონო ბიძინი. ისევ თქვენი სიბრიყვე თუ გვიშველის"-ასე გამოეხმაურა ტელეწამყვანი ნინო ჯანგირაშვილი დღეს ამერიკის საელჩოსთან გამართულ აქციას, რომელიც "პატრიოტტა ალიანსმა" გამართა. 

 შეკრებილ მოქალაქეებს პარტიის ლიდერები სიტყვით მიმართეს. საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე სამანქანო მოძრაობა შეზღუდულია.

აქციის მონაწილეები ამერიკელი დიპლომატის, მეთიუ ბრაიზასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილის, დეივიდ კრამერის პერსონა ნონ გრატად გამოცხადებას ითხოვდნენ.

საუბარია რამდენიმე დღის წინ, სასტუმრო „რუმსში“ საერთაშორისო კონფერენციაზე მომხდარ ინციდენტზე, სადაც ერთმანეთს ირმა ინაშვილი და დევიდ კრამერი დაუპირისპირდნენ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია