გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ირაკლი განწყობილია საბრძოლველად"- ოქრუაშვილის გზავნილი ციხიდან

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 16 სექტემბერი 2019

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ე.წ. მატროსოვის ციხეში „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, 20 ივნისის საქმეზე დაკავებული ირაკლი ოქრუაშვილი მოინახულა.

ელენე ხოშტარიას თქმით, ირაკლი ოქრუაშვილი განწყობილია საბრძოლველად.

„ყველას კარგად უნდა ესმოდეს, პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილს, რომ ყოველი დღე პოლიტპატიმრების ციხეში ყოფნის, არამხოლოდ თავად ირაკლი ოქრუაშვილის, არამედ ყველა იმ ადამიანის, ვინც გავრილოვის ღამეს დაიჭირეს, ძვირად დაუჯდება ამ ხელისუფლებას. ეს არის ის პოსტსაბჭოთა მეთოდები, რომელიც არ მთავრდება ხელისუფლების სასარგებლოდ. უსამართლობა ყოველთვის საბოლოო ჯამში ურტყავს უკან ისევ ხელისუფლებას. აბსოლუტურად ცხადია, რომ ყველა ადამიანი, ვინც დღეს ციხეშია, 17 ადამიანი, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მძევლები არიან, რომელმაც არათუ არ დასაჯა, ვინც ჩაიდინა უკანონობა და ძალადობა, დააწინაურა ისინი და უბრალოდ ადამიანი აიყვანა მძევლებად“, – აცხადებს ელენე ხოშტარია.

 
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია