შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ივანიშვილმა და ხაზარაძემ ისე დაიწყეს ამ ქვეყნის გაყოფა, თითქოს ბაბუებმა დაუტოვეს"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 16 სექტემბერი 2019

სახალხო მოძრაობა „ტრიბუნას“ დამფუძნებელი, ისნის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დავით ჭიჭინაძე თი ბი სი ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის სკანდალურ განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ შეურაცხმყოფელი რომან ფიფიას მიერ ხაზარაძე-ივანიშვილის შეხვედრის დადასტურება კი არა, ისაა რომ ხუთი კაცი დაჯდა და ჩვენი სახელმწიფოს ბედ-იღბალის განკარგვით დაკავდა.

„ისე დაიწყეს ამ ქვეყანას გაყოფა, თითქოს მართლა ბაბუებმა დაუტოვეს. აბა, რას ნიშნავს, ვინმე დაიბარეს?! ან რატომ მიდიან „დაბარებულები“?! გამოდის, ამ ადამიანებს საერთოდ არ გააჩნიათ არანაირი პრინციპები და, მით უმეტეს, ის ღირებულებები, რომლითაც პოლიტიკაში უნდა იყვნენ.

პრინციპში, არც ბიზნესშია ასეთების ადგილი იმიტომ რომ, ფულის გულისთვის ყველაფერს კადრულობენ.

რაც შეეხება პირადად მამუკა ხაზარაძეს, ეს ადამიანი პოლიტიკაში უვიცია და ის ბოლომდე უნდა გაიძარცვოს პოლიტიკაში ზუსტად ისე, როგორც ის იყო მოსახლეობის მიმართ განწყობილი მაშინ, როდესაც მასთან ჯერ კრედიტებს იღებდნენ და შემდეგ ქუჩაში ყრიდნენ ხოლმე...

ზოგადად კი, ივანიშვილმა და სააკაშვილმა პოლიტიკაში თავიანთი შესაძლებლობები ამოწურეს. ხალხის „გადაგდებაშიც“ „ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას“, პრაქტიკულად, ერთნაირი და თან ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ,“ - აცხადებს ჭიჭინაძე.

 

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია