შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"გამოკითხულთა 76 პროცენტი ამბობს, რომ ყველაზე მეტ თანხას საკვებში ხარჯავს"- NDI-ის კვლევა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 სექტემბერი 2019

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 76 პროცენტი ამბობს, რომ ყველაზე მეტ თანხას საკვებში ხარჯავს.

62%-ის თქმით, საკუთარ შემოსავალს კომუნალურ ხარჯებში ხარჯავს. გამოკითხულთა 38 პროცენტი ამბობს, რომ ყველაზე მეტ თანხას წამლებში, ხოლო 30 პროცენტი საკუთარ შემოსავლებს სესხში, განვადებასა და იპოთეკაში ხარჯავს.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილება შეადგენს +/- 2-3 პროცენტს.

„ენდიაის“ კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია