გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თქვენ ხართ რუსული ძალა- მდინარაძე „ნაცმოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 სექტემბერი 2019

პრორუსული ძალა კი არა, თქვენ ხართ რუსული ძალა და თქვენი გუნდის მმართველობის განმავლობაში აკეთებდით რუსულ საქმეს, – ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს.

„აუცილებლად უნდა ვუპასუხო გიგა ბოკერიას და შევეცდები, მაქსიმალურად ზრდილობიანად გავაკეთო ეს ყველაფერი. კაცი რომ იქაჩები და მერე უკანა კარიდან გადიხარ, სიტყვითაც და პირდაპირი მნიშვნელობითაც, იქ დამთავრებულია ყველაფერი. ესეც ორმაგი სტანდარტია. აქ, მიკროფონში მეტს არ ვიტყვი. ორმაგი სტანდარტია, რომ თქვენი დანაყოფები, „ევროპული საქართველო“ და საკუთრივ „ნაციონალური მოძრაობა“ თავს უწოდებთ პროდასავლურს, მოუწოდებთ პროდასავლურ ძალებს, კოალიციაში არ შევიდნენ 2020 წელს „ქართულ ოცნებასთან“. თქვენი გენერალური მდივანი გიგი უგულავა ამბობს, რომ შეეკვრება პრორუსულ ძალებს, ოღონდ ეს ხელისუფლება დაამხოს და დაამარცხოს. ეს ერთი ინდიკატორი. მეორე, დადარაჯებული არიან ეს ადამიანები, რომ ვინმეს რამე წამოსცდეს ომის თემაზე, რომ მისი ინტერპრეტაცია მოახდინონ, თითქოს „ქართულ ოცნებას“ დაეკარგოს ტერიტორიები, „ქართულ ოცნებას“ შეეწყოს ხელი და ყველაზე საშინელ დანაშაულს, თავის მმართველობის პერიოდში ჩადენილს, აქეთ ამისამართებენ. კვარტალში ერთხელ შემოაგდებთ ისეთ თემას, რომლის შედეგები შეიძლება დამაზიანებელი იყოს მხოლოდ ქართული სახელმწიფოსთვის. ემიჯნებით ვითომ „ნაციონალურ მოძრაობას“, მაგრამ ერთად მავნებლობთ ტყუილებით და ტყუილებზე აგებული პიარსტრატეგიით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, „ევროპული საქართველო“ საუბრობს დასავლურ ღირებულებებზე და გიგა ბოკერია შეურაცხყოფას აყენებს და განადგურებით ემუქრება სოფო ქაცარავას.

„რამდენიმე დღის წინ გამოვიდა პრემიერ-მინისტრი, პენსიების ზრდაზე, შესაბამის რესურსზე ილაპარაკა და დღეს გამოდის თქვენი ლიდერი და ხელისუფლებას უნდა ვაიძულოთ, პენსიები გავზარდოთო. სპეკულაციის მეტი ხარისხი ალბათ წარმოუდგენელია. გვარამია, თქვენი სულიერი ძმა, მეორე შტოდან, პროდასავლურობაზე ლაპარაკობს, აკრძალვებს და სამომავლო ბულინგს ეწევა. 2020 წლისთვის პრევენციას აკეთებს და ამ დროს „პატრიოტთა ალიანსის“ ყოფილი მთავარი დამფინანსებლისგან იღებს დღეს დაფინანსებას და იმის ბაზაზე რაღაცებს აკეთებს“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია