სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში 29-ე აკადემიური წელი დაიწყო

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 16 სექტემბერი 2019
პირველკურსელთა მისასალმებელი ღონისძიება უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში გაიმართა, რომელსაც უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, კურსდამთავრებულები და ახალციხის მერის მოადგილე დაესწრნენ.სტუდენტებს უნივერსიტეტის რექტორმა, მაკა ბერიძემ სიტყვით მიმართა და წარმატებული წელი უსურვა: „უნივერსიტეტს ძალიან წარმატებული წელი ჰქონდა იმ თვალსაზრისით, რომ ბევრმა აბიტურიენტმა გადაწყვიტა ესწავლა სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში. ყველა პირველკურსელს მივულოცავ სტუდენტობას“.რექტორის თქმით, არაქართულენოვან სტუდენტთა რაოდენობა წელს განსაკუთრებით დიდია. უნივერსიტეტში ასეთი 87 აბიტურიენტი ჩაირიცხა.ერთ-ერთი მათგანი მკრტიჩ მალხასიანია. მან, უნივერსიტეტში ჩაბარებამდე, ქართული ენის მომზადების ერთწლიანი კურსი გაიარა, ახლა კი ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტია: „ვეცდები კარგად ვისწავლო. ჩემი მიზანია, რომ კვალიფიციური კადრი გავხდე და დავსაქმდე“.ოთხი წლის განმავლობაში ფილოლოგიის სწავლას აპირებს 17 წლის სალომე ჯვარიძე: „მინდა საფუძვლიანად შევისწავლო ქართული ენა და შემდეგ სკოლაში, მასწავლებლად დავსაქმდე“.2019-2020 სასწავლო წელს სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, სწავლის უფლება 239 აბიტურიენტს მიანიჭა. მათგან ყველაზე მეტი - 91, იურიდიულ ფაკულტეტზეა ჩარიცხული.[ავთო ინასარიძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია