შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ივანიშვილი მაკო გომურის თვალის დამთხრელის დაწინაურებით დასცინის მოსახლეობას"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 18 სექტემბერი 2019

დღეს საღამოს 8 საათზე მოძრაობა სირცხვილიამ  აქცია ლანჩხუთში ჩაატარა. "გურია ქვეყნის სამსახურში", "ნუ მაბრმავებ", "პუტინი მკვლელია"-ამ რამდენიმე ადგილობრივმა 20 ივნისის ღამეს მომხდარი დარბევა და გიორგი გახარიას პრემიერ მინისტრად დანიშვნა გააპროტესტეს. 

აქციას "ევროპულმა საქართველოს" წევრებიც შეუერთდნენ: "ჩვენი აზრით, ბიძინა ივანიშვილი მაკო გომურის თვალის დამთხრელის დაწინაურებით დასცინის ჩვენ მოსახლეობას. ის რაც მოხდა 20 ივნისს, არასდროს მიეცემა დავიწყებას, რამდენადაც არ უნდა ეცადოს მისთვის სახელის შეცვლას თავად გახარია"-აცხადებენ პარტიის ადგილობრივი წარმომადგენლები. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია