"აქ, ამ შემთხვევაში საზოგადოების წუხილი მაწუხებს, თორემ ის მედიააჟიოტაჟი, რაც ხდება რეგულარულად ჩემს რომელიმე უცხოეთში წასვლის წინ ან დაბრუნებისას, ან წარმატებული ვიზიტის დროს, არის ქვეყნისთვის ძალიან დამაზარალებელი" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, შეწყალების თემასთან დაკავშირებულ საგანგებო ბრიფინგზე.