შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

აწყურში სასმელი წყლის პრობლემა, სავარაუდოდ, მეექვსე ცდით მოგვარდება

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 სექტემბერი 2019
სოფელ აწყურში, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, წყლის პრობლემის გადასაჭრელად ხუთი პროექტი განხორციელდა, რაშიც ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. მიუხედავად ამისა, სოფლის ნახევარს ამ დრომდე დაბინძურებული წყალი მიეწოდება – მოსაწესრიგებელია „ველის წყლის“ სათავე.ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ „ველის წყლის“ სათავე ნაგებობის პროექტი მოამზადა და ამ ეტაპზე ექსპერტიზას გადის. დროში გაწელილი პროცედურების გამო, შესაძლებელია სასმელი წყლის სათაო ნაგებობის რეაბილიტაციის პროექტი სავარაუდოდ გარდამავალი იქნება და მომავალ წელს დასრულდება.„პროექტი მზადაა, ექსპერტიზას გადის და ამის შემდეგ გამოცხადდება ტენდერი სამშენებლო სამუშაოებზე. ალბათ, გარდამავალი პროექტი იქნება“, – გვითხრეს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.ამავე თემაზე იხილეთ:‘დაბინძურებულ წყალს გველიც კი მოყოლია’ – სასმელი წყლის პრობლემა აწყურშიაწყურში ნახევარმილიონზე მეტი დაიხარჯა, სოფლის ნაწილს კი ისევ დაბინძურებული წყალი მიეწოდებააწყურის რწმუნებული: ბასეინების ხუფები მოიპარეს და წყალი იმიტომ ბინძურდება[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია