შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ჩხუბი ახალციხის ცენტრში – ნაცემია 39 წლის ქალი [ფოტო]

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 18 სექტემბერი 2019
ახალციხეში შემთხვევა დღეს, 18 სექტემბერს, 13:30 საათზე მოხდა.კოსტავას ქუჩაზე ერთ–ერთი გარე მოვაჭრე, რომელიც ბოსტნეულს ყიდდა, გვერდით მდგომმა მწვანილების გამყიდველმა ცემა.როგორც თვითმხილველები „სამხრეთის კარიბჭესთან“ ყვებიან, დაპირისპირება ურთიერთშელაპარაკების შემდეგ მოხდა. კაცი, რომელიც 39 წლის ქალს ფიზიკურად გაუსწორდა, ადგილიდან მიიმალა.„რაღაცა ხურდებზე დაიწყეს ჩხუბი, რა ვერ გაიყეს, ვერ გავიგე. ჯერ ამ კაცის ცოლი და ეს ქალი ჩხუბობდნენ. ამას, მე მგონი, იმ ქალისთვის დაურტყამს კიდეც. მერე კაცი ადგა და ცემა დაუწყო, სულ სახეში და თავში ურტყამდა და გაიქცა. სად არის ახლა, არ ვიცი. ისეთ დღეშია, მგონი, ტვინის შერყევა აქვს, გარკვევით ვერ გველაპარაკება და ვერ იხსენებს, სად არის“,– გვიხსნის ერთ–ერთი თვითმხილველი.ჰქონიათ თუ არა აქამდე მოვაჭრეებს ერთმანეთში რაიმე სახის დაპირისპირება, ამაზე არც სხვა მოვაჭრეები და არც ნაცემი ქალი არ საუბრობენ.„არ ვიცი, რა მოხდა. მომვარდა და ცემა დამიწყო. ვერ ვიხსენებ, რა უნდოდა ჩემგან“,–გვითხრა ნაცემმა ქალმა, რომელიც ახალციხის ერთ–ერთი სოფლიდან არის.ადგილზე გამოძახებული იყო სასწარფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი, რომლებმაც ნაცემი ქალი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.„თავში აქვს დარტყმული, გადასაყვანი და გამოსაკვლევია“, – გვითხრა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმმა.ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველებიც.[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია