სამცხე-ჯავახეთი
ბორჯომში, ბუნების შემეცნებით ბილიკზე, დაფები და სკამი დააზიანეს
სამართალი
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
18 სექტემბერი 2019
ინფორმაციასა და ფოტოებს ამის შესახებ, ტელეკომპანია „ბორჯომი“ ავრცელებს. „შვიდბილიკაზე“, საინფორმაციო-საინტერპრეტაციო დაფები, მოაჯირები, და დასასვენებელი სკამი, NACRES-მა, სამცხე ჯავახეთის მედია ცენტრთან პარტნიორობით, ეკოგრანტების პროგრამის ფარგლებში, BP-ის დაფინანსებით, გასულ თვეში განათავსა. ინფრასტრუქტურის მოწყობით, ბილიკს მიეცა ახალი დატვირთვა. გარდა გასეირნებისა, აქ შესაძლებელია გაეცნოთ ინფორმაციას ბორჯომის ფლორასა და ფაუნას შესახებ, ასევე –ბუნებაში ქცევის წესებს. „ბორჯომის“ ინფორმაციით, დაზიანებული ინფრასტრუქტურა NACRES-ის წარმომადგენლების მიერ უკვე აღდგენილი და მოწესრიგებულია. მისი წარმომადგენლები მოქალაქეებს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ ვანდალიზმისგან და გაუფრთხილდნენ არსებულ ინფრასტრუქტურას.[sknews.ge]