იმერეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

არასამთავრობო ორგანიზაციები „ქართუ ჯგუფს“ ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებენ

სამართალი
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 19 ნოემბერი 2018

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვისა და პოლიტიკური კორუფციის უპრეცედენტო შემთხვევა - არასამთავრობო ორგანიზაციები მთავრობის მიერ დღეს გამოცხადებულ პროგრამაში, რომელიც პრემიერის თქმით, ჭარბვალიანობის აღმოფხვრას ისახავს მიზნად, მოქალაქეების მოსყიდვის ნიშნებს ხედავენ.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განმარტებით, ამომრჩევლის მოსყიდვად ითვლება ნებისმიერი ქმედება, რომელიც 100 ლარს აჭარბებს. მესამე სექტორში ამბობენ, რომ მთავრობის ინიციატივა სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავს, რის გამოც სამოქალაქო სექტორი გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართავს.

„ქართუ ჯგუფი“ იღებს საკუთარ თავზე ამ ვალდებულებას. ასეთ შემთხვევაში ეს წარმოადგენს ამომრჩევლის მოსყიდვას. რა თქმა უნდა, ამომრჩევლის მოსყიდვაა, როდესაც ის ას ლარს აჭარბებს არის სისხლის სამართლის დანაშაული. აქ ცხადია, რომ ჯამურადაც და თითოეული ადამიანის შემთხვევაშიც ვისაც ეს შეეხება უმეტეს შემთხვევაში ეს იქნება ამ ზღვარს ზემოთ და წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს,“-განაცხადა  "სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელი დირექტორმა მიხეილ ბენიძემ  "რუსთავი 2"-თან საუბარში.

არასამთავრობო ორგანიზაციები ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის შესახებ ერთობლივი განცხადების გაკეთებას გეგმავენ.

როგორც ცნობილია, შავ სიაში მოხვედრილი მოსახლეობის ვალების დასაფარად 1.5 მილიარდ ლარს სწორედ ბიძინა ივანიშვილის „ფონდი ქართუ“ გაიღებს. ამგვარად სასესხო ვალდებულება უნულდება 600 ათასზე მეტ ადამიანს.

 

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია