შიდა ქართლი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ნაირა ბებოს გორში უნიკალური მცენარე ჩამოაქვს

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 სექტემბერი 2019
გორში, ქაცვს, ამ უნიკალურ მცენარეს ნაირა ბებო ყიდის. ქაცვი საკუთარი ხელით აქვს დაკრეფილი. დღეს იგი ლომჭაბუკის სკვერში შეგხვდა. სკამთან ორი პატარა ვედრო ედგა. აქედან, ერთი უკვე ცარიელი იყო. გვითხრა, რომ ცარიელ ვედროში ასკილი ჰქონდა და ის უკვე გაყიდა. ,,მეორე ვედროში, ქაცვია, ნაღველისა და ღვიძლის წამალია" - გვითხრა ნაირა ბენიანიძემ. ,,აი, ხელებს შეხედე, რა დღეში მაქვს. ტყეში დავკრიფე სათითაოდ და გადარჩეული მაქვს. ერთი კლიენტი მოვიდა, მითხრა, იაფად მომეციო, ერთი კილო მინდაო. ჯერ სულ რა არის." - გვითხრა ნაირა ბებომ. ნარინჯისფერი სასწაული - ასე უწოდებენ ქაცვს საოჯახო მედიცინაში. მას სოფლად ,,აბლეპიხოს" უწოდებენ. ლათინურად Hippophae ჰქვია, ძველი ბერძნები ,,ბზინვარე ცხენს" უწოდებდნენ, რადგან მისგან დამზადებულ წვენს დაუძლურებულ ცხენებს ასმევდნენ. ქაცვის შესახებ: მას ქართლში კატაფშატას, ჭყარტლას ეძახიან. ქაცვის ქერქში ნაპოვნია სეროტონინი, რომელზედაც წარმოებს ცდები, როგორც სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებაზე. ხალხურ მედიცინაში ქაცვი გამოიყენება სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ. ნაყოფს ნახარშის სახით იყენებდნენ კუჭის დაავადების დროს, ტოტებისა და ფოთლების ნახარშს – კუჭის აშლილობის საწინააღმდეგოდ, ხოლო თესლის ნახარშს – როგორც საღაფარათო საშუალებას. კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალოდ, დამწვრობის დროს ხალხურ მედიცინაში ხმარობენ სხვადასხვა წესით სახლში გამოხდილ ქაცვის ზეთს. ქაცვი, ბიოქიმიური შემადგენლობით, უნიკალური მცენარეა. ნაყოფი შეიცავს 4%-მდე ორგანულ მჟავებს, 7%-მდე შაქარს, ფლავონოიდებსა და მთრიმლავ ნივთიერებებს, 5%-მდე ცხიმს, ხოლო თესლი - 8-12%-მდე. ფოთლებში უფრო მეტი C ვიტამინია, ვიდრე თვით კენკრაში. ხალხურ და თანამედროვე მედიცინასა და კოსმეტიკაში გამოიყენება ნაყოფის როგორც წვენი და რბილობი, ასევე ზეთი. მცენარე აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას, ხელს უწყობს აღდგენით პროცესებს, კუჭის წვენის სეკრეციას, აქვს ანტიბიოტიკური თვისება. უჯერი ცხიმმჟავების, ცხიმის გამხსნელი ვიტამინების (A, K, D, E), ფოსფოლიპიდებისა და სტერინებისწყალობით, ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას. ხალხური მედიცინა ქაცვის ზეთს ხმარობს როგორც შინაგანი, ისე გარეგანი გამოყენებისთვის. ქაცვისა და კრაზანას ზეთის ნარევით მკურნალობდნენ კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულს, ნაწლავის ქრონიკულ ენტეროკოლიტსა და ჰემოროის. ამ დაავადებების დროს რეკომენდებულია ჭამამდე 30 წუთით ადრე
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია