შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დღეს, 19 ნოემბერს, ნინოწმინდაში, სოფელ ყულალისის საჯარო სკოლის სახურავს ცეცხლი მოედო. სკოლასთან მობილიზებული იყო სახანძრო–სამაშველო სამსახური.

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 19 ნოემბერი 2018
ცეცხლი სახურავში იმ ცენტრალური საკვამურიდან გაჩნდა, რომელსაც საკლასო ოთახების ღუმელების მილები უერთდება. ცეცხლი ადგილობრივებმა შენიშნეს და სკოლის ადმინისტრაციას შეატყობინეს. ვიდრე სახანძრო–სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები შემთხვევის ადგილამდე მივიდოდნენ, ცეცხლს მოსწავლეები და სკოლის თანამშრომლები საკუთარი ძალებით აქრობდნენ. ხანძრის შედეგად სახურავის ნაწილი დაიწვა.[მარიამ ბარძიმაძე, ახალქალაქი]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია