შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თალაკვაძე: ოკუპაციასთან ბრძოლას გულზე მჯიღის ცემა არ სჭირდება

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 სექტემბერი 2019

"როცა ტერიტორიების 20 პროცენტი წართმეული გაქვს, როდესაც ოკუპირებულ რეგიონებში შენი მოქალაქეები იტანჯებიან, ჯანდაცვა და ელემენტარული საარსებო პირობები არ აქვთ, რა თქმა უნდა ეს პრობლემაა, მაგრამ ეს პრობლემა არ არის ჩვენი შექმნილი, ეს შექმნა იმ მოცემულობამ, რომელ რეგიონშიც ჩვენ ვიმყოფებით. ამ რეალობას თვალის გასწორება უნდა, ამ გეოგრაფიას ვერ გავაქრობთ და ამ გეოპოლიტიკას სჭირდება პრაგმატული მიდგომა. გულზე მჯიღის ცემა და აგრესიული ფსევდო-პატრიოტიზმი კი არ სჭირდება, ამას სჭირდება პრაგმატული, პასუხისმგებლიანი პოლიტიკა. ოპონენტები ვერ განახორციელებენ  ჩვენს მაგივრად საგარეო და ანტი საოკუპაციო პოლიტიკას. სანამ ხელისუფლებაში ვართ, ამას ჩვენ ვაკეთებთ და ჩვენი პასუხისმგებლობაა ”-განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ  "იმედის" ეთერში.


დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია