შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

600 ათასი მოქალაქისთვის ვალების ჩამოწერას, არასამთავრობო ორგანიზაციები ამომრჩეველთა მოსყიდვად აფასებენ

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 20 ნოემბერი 2018
არასამთავრობო ორგანიზაციები, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, გუშინ, 19 ნოემბერს პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებულ ინიციატივას ეხმაურებიან, რომლის მიხედვითაც ბანკებში შავი სიები უქმდება, ხოლო შავ სიაში მყოფ პირთა დავალიანებას ფონდი "ქართუ"- დაფარავს. არასმთავრობო ორგანიზაციები პრემიერ-მინისტრის ინიციატივას ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის უპრეცედენტო შემთხვევად მიიჩნევენ და პროკურატურას მიმართავენ დროულად და ობიექტურად გამოიძიონ მამუკა ბახტაძის მიერ გაჟღერებულ ინიციატივა.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია