შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საერთაშორისო კამპანიას „დავასუფთაოთ მსოფლიო“ გურია წელსაც შეუერთდა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 სექტემბერი 2019

საერთაშორისო კამპანიას „დავასუფთაოთ მსოფლიო“ გურია წელსაც შეუერთდა

20-22 სექტემბერს, საქართველოში საერთაშორისო კამპანიები - „დავასუფთავოთ მსოფლიო” (Clean Up the World) და „მსოფლიო დასუფთავების დღე” აღინიშნა.

გარემოს დაცვის მიზნით, მიმდინარე მსოფლიო კამპანიების აღსანიშნავად, „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ კამპანიის ფარგლებში, რეგიონში, მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, მასშტაბური დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელშიც მხარის რწმუნებულის მოადგილემ, გია ებრალიძემ, ადმინისტრაციის თანამშრომლებმა, ოზურგეთის, ლანჩხუთის მერიის და საკრებულოს წევრებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლება მიიღეს მონაწილეობა.

კამპანია „დავასუფთაოთ მსოფლიო“ საქართველოში, პროექტ „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში იმართება. აქცია შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაციათა - „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ (KGT), საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველოს“ მიერ, ადგილობრივ და შვედ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, სსიპ “გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან“ და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია