შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თუ დაკითხვა გახდება საჭირო, პრეზიდენტიც დაიკითხება - ვოლსკი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 სექტემბერი 2019

საზოგადოების მხრიდან შეფასება საკმაოდ მკაცრი და გაუგებარია. მე გამოვრიცხავ კორუფციის შესაძლებლობას, თუმცა ამაზე პასუხი გამოძიებამ უნდა თქვას - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობასა და ნარკორეალიზაციაში მსჯავრდებული პირების შეწყალებასთან დაკავშირებით განუცხადა. ვოლსკი ფიქრობს, რომ საზოგადოებას ამ საკითხთან დაკავშირებით მკაცრი და გაუგებარი შეფასება ჰქონდა. 

,,თუ დაკითხვა გახდება საჭირო, პრეზიდენტიც დაიკითხება და ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქე შეიძლება დაიკითხოს. საზოგადოების მხრიდან შეფასება საკმაოდ მკაცრი და გაუგებარია. მე გამოვრიცხავ კორუფციის შესაძლებლობას, თუმცა ამაზე პასუხი გამოძიებამ უნდა თქვას. ადამიანები, რომლებსაც საერთოდ ყურადღება არ მიუქცევიათ შეწყალებებისათვის, რასაც სააკაშვილი ახდენდა, ნებისმიერ სტანდარტთან შეუსაბამოს, მათ შორის მკვლელების, მარგველაშვილი იგივე მიმართულებით, თუმცა როდესაც ჩვენ ამას ვაკრიტიკებდით, ისევე როგორც სალომე ზურაბიშვილს, მაშინ ამას ორკესტრირებულ შეტევას უწოდებდნენ. აქედან გამომდინარე, არც იმ ადამიანების პათოსის და გრძნობის მჯერა, რომლებიც ახლა ამბობენ, რომ ეს არ შეესაბამება საზოგადოების ინტერესებს. ჩვენი ოპონენტების მიერ საზოგადოების ინტერესების მოყვანა არგუმენტებში, არის უზნეობა, ფარსი და ძალიან უნიჭოდ გათამაშებული სპექტაკლი," - განაცხადა გია ვოლსკიმ.  

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია