შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ჯანმრთელობის დაცვა საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური არჩევანია"- სალომე ზურაბიშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 სექტემბერი 2019

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ნიუ იორკში, უნივერსალური ჯანდაცვის მაღალი დონის შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა.

პრეზიდენტმა ჯანდაცვაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ჯანმრთელობის დაცვა საქართველოს ხელისუფლრბის პოლიტიკური არჩევანია.

"საყოველთაო ჯანდაცვამ მოგვცა შესაძლებლობა, აღგვედგინა ადამიანების ღირსება, გადაგვერჩინა მათი სიცოცხლე და დაგვეცვა ადამიანის ერთ-ერთი ყველა ფუნდამენტური უფლება – ჯანმრთელობის უფლება, თუმცა, ჩემი გული რჩება ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებთან, რომელთაც ხშირად არ ეძლევათ შესაძლებლობა, სრულად ისარგებლონ საყოველთაო ჯანდაცვის იმ სიკეთეებით, რასაც მათ საქართველოს სახელმწიფო სთავაზობს" - გაბაცხადა ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა საზელმწიფოებს მოუწოდა მიიღონ ზომები ჯანდაცვის საყოველთაობის მიღწევისთვის.

„არავინ დატოვო მიღმა, – ეს ჩვენი საერთო მიზანია.

დღეს ვდგავარ თქვენ წინაშე, რათა ავიღოთ ვალდებულება და მოვუწოდო ყველა წევრ სახელმწიფოს, მიიღონ ზომები ჯანდაცვის საყოველთაობის მიღწევისთვის.

მიხარია, რომ ჩვენმა მუდმივმა წარმომადგენელმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, ტაილანდელ კოლეგასთან ერთად, ფასილიტატორის რანგში წვლილი შეიტანა გლობალური მოლაპარაკების პროცესში.

2013 წლიდან საქართველომ დაამტკიცა, რომ ჯანდაცვის საყოველთაოობის მიღწევა შესაძლებელია შეზღუდული რესურსის მქონე ქვეყნებისთვისაც. ჩვენ ჯანმრთელობა გამოვაცხადეთ პოლიტიკურ პრიორიტეტად და, რესურსების ეფექტიანი მობილიზაციის გზით, საქართველოს მოსახლეობის 90 პროცენტს დღეს უკვე აქვს წვდომა ჯანმრთელობის დაცვის აუცილებელ სერვისებზე“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, საქართველოში საყოველთაო ჯანდაცვის დანერგვამ, როგორც ფინანსური ბარიერის აღმოფხვრის მთავარმა მექანიზმმა, 25 პროცენტით შეამცირა ჯიბიდან გადახდები; ასევე, შემცირდა გაღატაკების რისკები.

„უნივერსალურობის კიდევ ერთი კარგი მაგალითია C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომლის განხორციელებაც საქართველოს მთავრობამ 2015 წელს დაიწყო აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის, „გილეად საიენსის“, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და სხვა პარტნიორების ხელშეწყობით. ეს პროგრამა შექმნის ქრონიკული დაავადების მედიკამენტური მკურნალობით აღმოფხვრის პრეცედენტს მსოფლიოში“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ქრონიკული და არაგადამდები დაავადებები ჯერ კიდევ დიდი ტვირთია და საქართველოს მთავრობა დიდ ძალისხმევას დებს, რომ გაიზარდოს პენსიონერებისა და მოწყვლადი ჯგუფებისთვის ქრონიკული დაავადებების შემთხვევებში მედიკამენტებით უზრუნველყოფა.

„ჩვენთვის წარმატებული საყოველთაო ჯანდაცვისკენ გზა პირველადი ჯანდაცვის გაძლიერებაზე გადის, რათა მოსახლეობისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება უფრო თანაბარი და ხელმისაწვდომი გახდეს.

და, როდესაც ვამბობ „თანაბარს“, მე ვფიქრობ ჩემს მოქალაქეებზე, რომელთაც უკვე შეუძლიათ, ისარგებლონ ჯანდაცვის სერვისებით ყველაზე დონეზე, რადგან იგი აღარ არის მხოლოდ მდიდრების პრივილეგია.

საყოველთაო ჯანდაცვამ ჩვენ მოგვცა შესაძლებლობა, აღგვედგინა ადამიანების ღირსება, გადაგვერჩინა მათი სიცოცხლე და დაგვეცვა ადამიანის ერთ-ერთი ყველა ფუნდამენტური უფლება – ჯანმრთელობის უფლება.

თუმცა, ჩემი გული რჩება ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებთან, რომელთაც ხშირად არ ეძლევათ შესაძლებლობა, სრულად ისარგებლონ საყოველთაო ჯანდაცვის იმ სიკეთეებით, რასაც მათ საქართველოს სახელმწიფო სთავაზობს“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნების დღის წესრიგი მოითხოვს განახლებულ მიდგომას ჯანმრთელობაზე, გარემოსა და თანასწორობაზე.

„ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო პროაქტიურები, ინოვაციურები, გამოვიყენოთ ელექტრონული ჯანდაცვისა და ტექნოლოგიების შესაძლებლობები. მე მტკიცედ მჯერა: იმის უზრუნველყოფა, რომ არავინ დარჩეს მიღმა, მოიტანს უფრო ფართო ეკონომიკურ, სოციალურ და ეკოლოგიურ სარგებელს ყველა წევრი სახელმწიფოსთვის.

საქართველოს მთავრობა და პირადად მე ვრჩებით ამ გზის ერთგულნი, რადგან ეს არის მემკვიდრეობა, რომლის დატოვებაც გვინდა მომავალი თაობებისთვის.

ჯანმრთელობა პოლიტიკური არჩევანია და ჩვენ გავაკეთეთ ეს არჩევანი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია