სამეგრელო

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

წალენჯიხის სერვისების სააგენტოს ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ მივლინებაში იმყოფება

ახალი ამბები
წყარო:  Live Press / http://www.livepress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 20 ნოემბერი 2018
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წალენჯის სამსახურის ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ მივლინებაში იმყოფება. არკადი ფიფიამ „ლაივპრესთან“ საუბარში განაცხადა, რომ მივლინებაში 9 ნოემბერს გავიდა და 10 დეკემბრამდე უგრძელდება. მან აღნიშნა, რომ დამატებით კომენტარს ვერ გააკეთებს, რადგან თავად არ მოუსმენია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებული ინფორმაცია,

არასამთავრობო ორგანიზაციებმა სავარაუდოდ ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების შესახებ განცხადება დღეს გაავრცელეს. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ და „სამართლიანი არჩევნები“ აცხადებენ, რომ გასულ კვირას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დასაქმებულმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა მიაწოდა მათ ინფორმაცია, რომ ყალბი პირადობის მოწმობები საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გასაყალბებლად იბეჭდება და ამ პროცესს სააგენტოს მაღალი თანამდებობის პირები ხელმძღვანელობენ.

მათ ცნობით, იმ რეგიონებში, სადაც ტერიტორიული სამსახურის ხელმძღვანელები არ არიან „სანდო“ პირები, ისინი მივლინებაში გაუშვეს, ხოლო მათ ადგილას „სანდო“ პირები მიავლინეს. წყაროს ინფორმაციით, ასეთ „არასანდო“ პირებად მიჩნეულნი იყვნენ სააგენტოს წალენჯიხის ტერიტორიული სამსახურის ხელმძღვანელი არკადი ფიფია და გარდაბნის ტერიტორიული სამსახურის ხელმძღვანელი ზურაბ ხვედელიძე.

წალენჯიხაში სამსახურის ხელმძღვანელი მისი მივლინებაში ყოფნის განმავლობაში მანუჩარ ნაჭყებიამ ჩაანაცვლა.

არასამთავრობოების განცხადების საფუძველზე მთავარმა პროკურატურამ გამოძიება გასაღების ან გამოყენების მიზნით ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე დაიწყო.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია