შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თელავში, ალაზნის გამზირზე ხანძარი ლიკვიდირებულია

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 25 სექტემბერი 2019

თელავში, ალაზნის გამზირზე,  ხუთსართულიან #16 საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი კორპუსის სახურავზე გავრცელდა.

როგორც knews.ge-ს ადგილობრივებმა განუცხადეს, ხანძარი სავარაუდოდ შენობის სახურავზე ელექტროენერგიის სადენებმა გამოიწვია.

,,ხანძარი სავარაუდოდ სადენებში გაჩნდა, რამაც გამოიწვია ჭერში მდებარე წყლის ავზების გასკდომა. სახანძრო-სამაშველო სამსახური მალევე მოვიდა და 30 წუთის განმავლობაში ცდილობდნენ ხანძრის ჩაქრობას”,- განუცხადა Knews.ge-ს ადგილობრივმა თამარ ლაზარიაშვილმა.

ადგილზე პოლიციის ეკიპაჟები არიან მობილიზებული. მათი განმარტებით, ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია