შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ვაშაძე იორმუღანლოს მოსახლეობას – აჩვენეთ ხელისუფლებას, რომ ქართველი არ იყიდება

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 20 ნოემბერი 2018

ისე მოდით მეორე ტურზე, როგორც მოხვედით პირველ ტურზე და აჩვენეთ ხელისუფლებას, რომ ქართველი არ იყიდება, – განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში მოსახლეობასთან შეხვედრისას. გრიგოლ ვაშაძის თქმით, მათზე დგას საქართველო.

„როდესაც ვამბობ ქართველს, ჩვენთვის განსხვავება არ არის, იქნება ის ქართული, აზერბაიჯანული თუ ებრაული წარმოშობის, ვისაც აქ პასპორტი უიდევს, ყველა ვართ ერთი ქვეყნის შვილები, არც იმას აქვს მნიშვნელობა, ადამიანი სალოცავად სად დადის, მეჩეთში თუ ეკლესიაში, მთავარია საქართველო უყვარდეს და თავის ოჯახს, ქვეყანის მომავალს პატივს სცემდეს. ეს არის გაერთიანებული ოპოზიცია. ქართული ოცნება ეს არ არის. მაგათ არ იციან არც ეკლესიის, არც მეჩეთის და არც მშრომელი ადამიანის პატივისცემა. ჩვენ კი ვიცით, რომ თქვენზე დგას საქართველო. თქვენ რომ არ ყოფილიყავით, შიმშილით ამოვწყდებოდით ჯერ კიდევ 1990-იან წლებში, ამიტომ თხოვნა მაქვს, როგორც დაირაზმეთ და მოხვედით პირველ ტურზე, ასე მოდით მეორე ტურზე, რათა აჩვენოთ, რომ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები არ ვიყიდებით. ყველა, ვინც თქვენ იიცთ, რომ არ მოდიოს არჩევნებზე, მოკიდეთ ხელი და წარმოიყავნეთ“, – აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.
მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ პრეზიდენტობის კანდიდატმა დღეს სოფელ იორმუღანლოს მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.

გრიგოლ ვაშაძე ადგილობრივების პრობლემებს გაეცნო და გამარჯვების შემდეგ მათ გადაჭრაში დახმარებას დაჰპირდა.

ნიკოლოზ ესიტაშვილი

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია